უმკურნალეთ წითელ ქარს საუკეთესო რეცეპტების დახმარებით
წითლი ქარი ეწოდება კანისა და ლორწოვანი გარსების მწვავე ანთებას, რომელიც უმეტესად საკუთრივ კანში ვითარდება. მისი გამომწვევი უმთავრესად სტრეპტოკოკია.
ორგანიზმში ინფექციის შეჭრა ძირითადად გარემოდან ხდება, რასაც ხელს უწყობს მიკრობებით კანის დაბინძურება და მიკროტრამვა. ამრიგად, უარყოფილია წინათ გავრცელებული აზრი იმის შესახებ,რომ წითელი ქარის გამომწვევი ბაქტერიები ჰაერის საშუალებით ვრცელდება და რომ ის ადვილად გადამდები დაავადებაა.
წითელ ქარს ხალხურ მედიცინაში შემდეგნაირად მკურნალობენ:

- წითელი ქარის დროს რაციონიდან უნდა გამორიცხოთ შაქარი, თეთრი ფქვილი, ხორცი. რეკომენდებულია მეტი ხილის, ბოსტნეულის, ხახვის, ნივრის, ბოლოკის, ნიახურის მიღება.
- კვირაში ორჯერ თითო - თითო დღე იშიმშილეთ. მხოლოდ წყალი და სტაფილოს წვენი.
- ლურჯ შალის ნაჭერს მოაყარეთ ცარცი და შემოიხვიეთ მტკივან ადგილზე. ეს პროცედურა ჩაატარეთ დილით, მზის ამოსვლამდე.
- ზაფხულში მტკივან ადგილზე დაიდეთ ცარცმოყრილი მრავალძარღვას ფოთლები. ზემოდან შემოიხვიეთ ლურჯი შალის ნაჭერი.
- კანის ამ დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენეთ სელი. 20 გრ სელის თესლს დაასხით 1 ლ წყალი და ადუღეთ 15 წთ, გაწურეთ. მიიღეთ 0,5 ჩ/ჭ დღეში. შეგიძლიათ მიიღოთ თესლიც - 1 ს/კ დღეში ერთხელ წყლის მცირე რაოდენობასთან ერთად. ნახარშს იყენებენ, ასევე, გარეგანად საფენების და კომპრესების სახით.
- აიღეთ მშრალი თიხის ფხვნილი - 1 წილი, ბრინჯის სახამებელი - 1 წილი, დანაყილი აგური - 1 წილი. ყველა კომპონენტი აურიეთ და დაყარეთ ნაჭერზე. დაიდეთ ნიკრისის ქარით დაზიანებულ ადგილზე. გაიმეორეთ სულ ცოტა 4 - ჯერ დღეში. გარდა ამისა, სასარგებლოა თიხის ფხვნილის მიღება პიტნის, გვირილას ან სხვა, ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო თვისების მქონე ნაყენებთან ერთად. დაუშვებელია თიხის და რძის, ალკოჰოლიან, ან ცხელ სასმელებთან ერთად მიღება. უმჯობესია თიხა მიიღოთ ყურძნის, ან ლიმონის, წვენთან ერთად.