ხალხური საშუალებები, რომლებიც დაგეხმარებათ ჩრჩილთან ბრძოლაში!
ჩრჩილთან საბრძოლველი უამრავი თანამედროვე ქიმიური საშუალება არსებობს, თუმცა ყველა ეფექტური როდია, ხოლო ზოგიერთი მათგანი საკმაოდ ტოქსიურიცაა. გარდა ამისა, ზოგი საშიშია ალერგიული ადამიანებისთვის. ამ შემთხვევაში გვიწევს მივმართოთ ხალხურ საშუალებებს. ჩრჩილი აზიანებს შალის ნივთებს, ბეწვს, ტყავს, ხალიჩებს, ქსოვილებს, ბურღულეულს, ფქვილს და ა.შ.
ჩრჩილის არსებობის შესახებ მაშინ ვიგებთ, როდესაც სახლში მფრინავი პეპლები ჩნდება ან კარადაში ჩრჩილისგან დაზიანებულ ნივთებსა და საკვებს აღმოვაჩენთ.
კარადები აუცილებლად ხშირად უნდა განიავდეს, ხოლო გაზაფხულზე უნდა გამზეურდეს ზამთრის ტანსაცმელი, ქურქები და ხალიჩები.
გაითვალისწინეთ:
ჩრჩილის არსებობის შესახებ მაშინ ვიგებთ, როდესაც სახლში მფრინავი პეპლები ჩნდება ან კარადაში ჩრჩილისგან დაზიანებულ ნივთებსა და საკვებს აღმოვაჩენთ.
კარადები აუცილებლად ხშირად უნდა განიავდეს, ხოლო გაზაფხულზე უნდა გამზეურდეს ზამთრის ტანსაცმელი, ქურქები და ხალიჩები.
გაითვალისწინეთ:
- კარადაში, სადაც ინახება შალის პლედები, თბილი სვიტრები, ქურქები და ქუდები მოათავსეთ ლიმონის ან ფორთოხლის გამხმარი კანი, მარლის პატარა ტომსიკები ლავანდის თესლით, აბზინდას, ნემსიწვერას, იელის ტოტები, კარაზანას ყვავილები და ფოთლები, ევკალიპტის ფოთლები. მნიშვნელოვანია პერიოდულად დაცვის მცენარეული საშუალებების განახლება. სასარგებლოა მათი ქურთუკების, პალტოების ჯიბეებში მოთავსება.
- დაგვეხმარება ჩრჩილთან ბრძოლაში კაკლის ტოტები, ფიჭვის ფისიანი ნაფოტები, მიხაკის ყვავილები და წაბლიც კი. წაბლს აგროვებენ შემოდგომაზე, ახმობენ და ათავსებენ კარადაში.
- ჩრჩილი ვერ იტანს ახალი საპნის სუნს. არომატული საპნის ნაჭრები შეიძლება მოვათავსოთ თეთრეულის კარადაში არა მარტო სურნელისთვის, არამედ ჩრჩილისგან თავდასაცავად. განსაკუთრებით ეფექტიანია მაწყვის საპონი.
- საკვები პროდუქტების დასაცავად იყენებენ ნიორს. ბურღულეული, ჩირი უნდა შევინახოთ კარგად თავდახურულ ქილებში ერთ კბილ ნიორთან ერთად.