ვამპირი ყვავილები, რომელთა სახლში ქონა არ შეიძლება

ვამპირი ყვავილები, რომელთა სახლში ქონა  არ შეიძლება
შესანიშნავი ყვავილები უამრავ სახლში შეიძლება შეგვხვდეთ, მაგრამ მათგან ყველა როდია ლამაზი მშვენება. ზოგიერთი მათგანი შეიძლება ენერგოვამპირი იყოს, რომელიც სახლის ბინადრებისგან სასიცოცხლო ძალას ისრუტავს. გაიგეთ, თუ რომელი მცენარის ქონა არ არის რეკომენდირებული სახლში.

ვარდი
ერთი შეხედვით, მშვენიერი ყვავილი - ყვავილების დედოფალი. თუმცა, ვარდი არამხოლოდ ლამაზია, ის ისრუტავს ენერგეტიკას, ერთგვარი ვამპირია - სანაცვლოდ კი არაფერს გასცემს.

ორქიდეა

ამბობენ, რომ ორქიდეა ადამიანებისგან ენერგეტიკას იღებს, იკვებება მათი უარყოფითი მხარეებით. ეს ულამაზესი ყვავილი იშვიათად ხარობს სახლში, მაგრამ თუ გაიხარა, ვინც თავდაუჯერებელია, კიდევ უფრო უბედური გახდება. ყვავილი ასევე უძილობის მაპროვოცირებელია.

ბეგონია
ეს პოპულარული ყვავილები ადვილად იპარავენ ადამიანის ენერგეტიკას. თუმცა, ისინი ისრუტავენ როგორც დადებით, ასევე უარყოფითსაც, რამაც შეიძლება კარგად იმოქმედოს. მაგრამ არ ღირს ერთზე მეტის გახარება, რათა ენერგოგაცვლის ბალანსი არ დაირღვეს.

ლილია
ეს ერთი შეხედვით უწყინარი ყვავილი სკანდალების მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს. საშიშია თავისი მოულოდნელობით - ხანგრძლივი დროის განმავლობაში ოჯახს სითბოსა და სიმშვიდეს ჩუქნის, შემდეგ უცაბედად იცვლის ენერგეტიკას. იქონიეთ ლილია ისეთ ადგილას, სადაც ხშირად არ ხართ, მაგალითად, აგარაკზე.

იასამანი
ყველას სიამოვნებს იასამანის ტავბრუდამხვევი სურნელი, მაგრამ არ ღირს მისი მოჭრა და სახლში მიტანა: ხალხური ნიშნების თანახმად, მას მაგიური თვისებები გააჩნია და უბედურების მომტანია.

ტიტა
არსებობს ნიშანი, რომლის თანახმად, ტიტა თმის ცვენის, ნევროზისა და კანის მდგომარეობის გაუარესების მაპროვოცირებელია. რა თქმა უნდა, ეს ყვავილი ბევრს უყვარს, მაგრამ ნუ დარგავთ მას სახლთან ახლოს, მაგალითად, აგარაკის ფანჯრებთან.