არ ვიცოდით, როგორ მოგვეშორებინა ბაღლინჯოები! გადავწყვიტეთ ხალხური საშუალებები გვეცადა...

არ ვიცოდით, როგორ მოგვეშორებინა ბაღლინჯოები! გადავწყვიტეთ ხალხური საშუალებები გვეცადა...
ბაღლინჯოები - პარაზიტებია, რომლებიც ციმიციდების ოჯახს მიეკუთვნება. ეს მწერები სისხლით იკვებებიან. ციმიციდების ოჯახიდან საწოლის ბაღლინჯო ყველაზე ცნობილია, რადგან ადამიანის სისხლით იკვებება.



საწოლის ბაღლინჯო ღამით უფრო აქტიურია, ის სახლში ბარგის, მეორადი ავეჯის, ტანსაცმლის შემოტანის გზით ხვდება. მწერების საწინააღმდეგო შხამებისადმი იოლად ადაპტირდება და ამგვარად მასთან გამკლავება რთულდება.



თანაც, მსგავსი საშუალებები აზიანებს ადამიანის ჯანმრთელობას, ამიტომ, უფრო ხელმისაწვდომი და უსაფრთხოა შინაური საშუალებები, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ.



ეთერზეთები ზემოქმედებს მწერების შინაგან უჯრედოვან მემბრანებზე და იწვევს ციტოტოქსიკურ ეფექტს. სწორედ ეს თვისებაა მომაკვდინებელი ბაღლინჯოსთვის და თანაც უსაფრთხო ადამიანისთვის.

როგორ გავთავისუფლდეთ ბაღლინჯოებისგან

ჩაის ხის ზეთი


შეურიეთ 2 ჩ.კ. ჩაის ხის ზეთი და 50 მლ წყალი. ჩაასხით პულვერიზატორიან ბოთლში და კარგად შეანჯღრიეთ. შეასხურეთ ბაღლინჯოების ბუდობის ადგილებს ყოველდღე, სანამ მწერები საბოლოოდ არ გაქრებიან.

ლავანდის ზეთი

სპრეის დასამზადებლად შეურიეთ 10-15 წვეთი ლავანდის ზეთი და 50 მლ წყალი. მეორე მეთოდი - მოათავსეთ ლავანდის ახალი ყვავილები დაზიანებულ ადგილებზე და მათ ირგვლივ, რათა გათავისუფლდეთ ბაღლინჯოებისგან.

ციტრონელას სპრეი

დაამატეთ 10 წვეთი ციტრონელას ზეთი 50 მლ წყალში, ჩაასხით ბოთლში, შეანჯღრიეთ და მოასხურეთ დაზიანებულ ადგილებზე.

ევკალიპტის ზეთის სპრეი


სპრეის მოსამზადებლად, 100 მლ წყალში შეურიეთ 70 მლ არაყი, 30 წვეთი ევკალიპტის ეთერზეთი, ჩაასხით ბოთლში, შეანჯღრიეთ და შეასხურეთ ბაღლინჯოების „საბინადროს“. გაიმეორეთ ყოველ 2 საათში.

ფორთოხლის ზეთი

ფორთოხლის ზეთი უძველესი დროიდან ცნობილია, როგორც საუკეთესო საშუალება ბაღლინჯოების წინააღმდეგ. ადამიანისთვის მისი სურნელი სასიამოვნოა, ბაღლინჯოებს კი აფრთხობს. ხსნარის მოსამზადებლად, შეურიეთ 50 გრ შავი მელასა და 100 გრ ფორთოხლის ზეთი 4 ლიტრ წყალში.

ბეგქონდარა

შეახვიეთ ბეგქონდარას ტოტი ნატურალურ ქსოვილში და დაწვით დაზიანებულ ადგილთან. ალტერნატივის სახით, ჩადევით ტომსიკებში ბეგქონდარას ფოთლები და მოათავსეთ იმავე ადგილებში. გამოცვალეთ ფოთლები 3 დღეში ერთხელ 1 თვის განმავლობაში.

მიხაკი

შეურიეთ 1 ჩ.კ. მიხაკის ეთერზეთი 1 ჭიქა წყალში. ჩაასხით პულვერიზატორიან ბოთლში, კარგად შეანჯღრიეთ და შეასხურეთ პრობლემურ ადგილებზე.

ეთერზეთების გამოყენებამდე, ჩაატარეთ ალერგიის ტესტი: წაისვით რეთერზეთი მაჯაზე, თუ რამდენიმე საათში ალერგიული გამოვლენა არ დაფიქსირდა, შეგიძლიათ გამოიყენოთ ზეთი.