რა საფრთხეს წარმოადგენს საკვების ჩრჩილი და როგორ ვებრძოლოთ ამ პარაზიტებს
საკვების ჩრჩილი - მავნებელი მწერი, რომელმაც ყველაზე სუფთა, მოვლილ და მოწესრიგებულ სამზარეულოშიც კი შეიძლება დაიბუდოს და მიაყენოს ზიანი საკვებ პროდუქტებს.
საკუთარ ბინაში ჩრჩილების შემჩნევის შემთხვევაში იმოქმედეთ მყისიერად! ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გასწავლით, თუ როგორ გაანადგუროთ ეს მავნე მწერები სწრაფად და მარტივად.
როგორ ვებრძოლოთ საკვების ჩრჩილს
საკვების ჩრჩილის პროფილაქტიკა
თუ თქვენ ამ მარტივ რჩევებს გაითვალისწინებთ, არასდროს შეგექმნებათ პრობლემა სახლში ჩრჩილების გაჩენასთან დაკავშირებით. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!
საკუთარ ბინაში ჩრჩილების შემჩნევის შემთხვევაში იმოქმედეთ მყისიერად! ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გასწავლით, თუ როგორ გაანადგუროთ ეს მავნე მწერები სწრაფად და მარტივად.
როგორ ვებრძოლოთ საკვების ჩრჩილს
- პირველ რიგში, აუცილებელია თითოეული შეფუთვის, ჭურჭლისა და კარადის გულდასმით დათვალიერება. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ხილის ჩირებს, ცხოველების საკვებს, თხილეულს, ფქვილს, სანელებლებს, ორცხობილებსა და კანფეტებს, რადგან ამ პროდუქტებისადმი ჩრჩილებს განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებთ.
- თუ თქვენ ''ინფექციის კერას'' მიაგენით, დაუყონებლივ, დაუფიქრებლად მოიშოროთ ესა თუ ის ნივთი სახლიდან. სამწუხაროა, თუმცა ვერაფერს გავაწყობთ...
- სამზარეულოში თითოეული თარო და კარადა გაწმინდეთ შიგნიდან ძმრის, ბორის მჟავის, ლიმონის წვენის ან საპნის წყალხსნარის გამოყენებით. 30 წუთის შემდეგ გაწმინდეთ თაროები ტენიანი ქსოვილით და ბოლოს კარგად გაამშრალეთ.
- უსიამოვნო სტუმრების თავიდან ასარიდებლად დაალაგეთ თაროებზე სიგრძეზე დაჭრილი ნიორი ან დარიჩინის ჩხირები.
- გარდა ამისა, ჩრჩილების გაჩენისა და თქვენს სახლში მათი დაბუდების თავიდან ასარიდებლად შეკერეთ ტოპრები და მოათავსეთ მასში დაფნის ფოთლები, პიტნა, ლავანდის ფოთლები და აბზინდა.
საკვების ჩრჩილის პროფილაქტიკა
- არავითარ შემთხვევაში შეინახოთ ფქვილი და მარცვლეული 3 ან 4 კვირაზე მეტხანს.
- თითოეული პროდუქტი შეინახეთ მინის ქილაში, რომელსაც მჭიდროდ ეფარება თავსახური. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საკვების ჩრჩილმა პროდუქტში ჯერ კიდევ იქამდე დაიბუდა სანამ თქვენ მას შეიძენდით, პარაზიტის შემჩნევა მინის გამჭვირვალე ქილაში გაცილებით მარტივი იქნება.
- ჩრჩილი ვერ უძლებს მაღალ ტემპერატურას. თუ თქვენ დიდი რაოდენობით მარცვლეულის შეძენა მოგიწიათ, გაშალეთ ის გაზეთზე და დადეთ ცოტახნით ღუმელის ან გამათბობლის მახლობლად.
- ჩრჩილს არა მხოლოდ მაღალი ტემპერატრის, არამედ ყინვისაც ეშინია. სწორედ ამიტომ, მოათავსეთ მაღაზიაში შეძენილი შეფუთვა საყინულეში 1 ღამით.
თუ თქვენ ამ მარტივ რჩევებს გაითვალისწინებთ, არასდროს შეგექმნებათ პრობლემა სახლში ჩრჩილების გაჩენასთან დაკავშირებით. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!