გაიგეთ, რატომ იყენებდნენ ძველი ექიმბაშები მსხალს სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ.
უახლესმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ მსხალი გაჯერებულია შაქრით, ორგანული მჟავებით, ფერმენტებით, უჯრედისით, C, B1, P, PP ვიტამინებით, A პროვიტამინით, მიკროელემენტებით ( მათ შორის - იოდითაც ), ნახშირწყლებით. სხვათა შორის, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მსხალი ვაშლზე ტკბილი გვეჩვენება, სინამდვილეში მასში შაქარი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ვაშლში. მსხალი ხშირად უნდა მივირთვათ, მაგრამ - სწორად. არ გირჩევთ მის ჭამას უზმოზე. არავითარ შემთხვევაში არ დააყოლოთ წყალი. ასევე არ არის სასურველი მისი მიღება ხორცთან ერთად და მარხვის დროს.
ახლა ამ საოცარი ხილის თვისებებს გავეცნოთ:
ახლა ამ საოცარი ხილის თვისებებს გავეცნოთ:
- მსხლის წვენი გამაჯანსაღებელი, ვიტამინებით გაჯერებული სითხეა. ის განსაკუთრებით სასურველია მათთვის, ვისაც მუცლის ღრუს სერიოზული პრობლემები აქვს. მნიშვნელოვანია მსხლის როლი საჭმლის მომნელებელი სისტემის გაჯანსაღებაში. ის აუმჯობესებს კუჭ - ნაწლავის მოქმედებას, თუმცა მის შემადგენლობაში შემავალმა უჯრედისმა შესაძლოა კუჭ - ნაწლავი ცოტათი კიდეც გააღიზიანოს. მსხალი ძალიან სასარგებლოა ნაღვლის ბუშტის დაავადებების, ქოლეცისტიტისა და გასტრიტის დროს: ყოველ დილით, წახემსების შემდეგ, 2 ცალი საშუალო ზომის მსხალი უნდა მიირთვათ.
- მსხლის შემადგენლობაში შემავალი მჟავები განსაკუთრებით სასარგებლოა ორსულთათვის და მათთვის, ვისაც სისხლის მიმოქცევის, სისხლძარღვების პრობლემა აქვს. კარგია "მსხლის დღის" მოწყობა კვირაში ორჯერ - ამ დღეებში 1,5 - 2 კგ მსხალი უნდა მიირთვათ.
- ძველი ექიმბაშები მსხალს მაღალი სიცხის დროს აჭმევდნენ ავადმყოფებს.
- ძველად ამ ნაყოფს ჩეჩქვავდნენ, ნაჭერზე ათავსებდნენ და ჭრილობებზე იდებდნენ იარების მოსაშუშებლად.
- ძველარაბულ ნაშრომებში მითითებულია, რომ მსხალი ფილტვების საუკეთესო წამალია. იგი შეიცავს ბუნებრივ ანტიბიოტიკს - არბუტინს, რომელიც მსხლის წვენსა და კომპოტს ანტიბაქტერიულ თვისებებს ანიჭებს. მოხარშული და შემწვარი მსხალი ხველების საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებად არის მიჩნეული.
- მსხალი კარგია მათთვისაც, ვისაც გახდომა სურს. ის ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას.
- მსხალი სასარგებლოა არითმიის დროს, ის არგულურებს გულისცემას, რადგან მასში დიდი რაოდენობით კალიუმია.