10 მიზეზი იმისა, რატომ უნდა მივირთვათ ბროწეული.
ბროწეული ერთ - ერთი ყველაზე სასარგებლო ნაყოფია. ის შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც სასიცოცხლოდ აუცილებელია ადამიანისთვის. ბროწეული მდიდარია A, C, E, B1, B2, PP ვიტამინებით, რკინით, იოდით, კალციუმით, კალიუმითა და სილიციუმით. მისი წვენი ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართულ მუშაობას. რეკომენდებულია სისხლნაკლებობისა და რადიაციული დასხივების დროს.
10 მიზეზი იმისა, რატომ უნდა მივირთვათ ეს ხილი:
10 მიზეზი იმისა, რატომ უნდა მივირთვათ ეს ხილი:
- ბროწეული ახალგაზრდობის საწინდარია. ბროწეული უხვად შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობს ორგანიზმში ახალი უჯრედების წარმოქმნის პროცესში.
- აღადგენს ღვიძლის ფუნქციას. აღმოჩნდა, რომ ბროწეული მხოლოდ ღვიძლის ფუნქციას კი არ აწესრიგებს, არამედ იცავს კიდეც მას და დაზიანებული ღვიძლის ქსოვილის აღდგენაშიც აქტიურად მონაწილეობს.
- იცავს თირკმელს. კვლევებმა ცხადყო, რომ ბროწეულის შემადგენლობაში შემავალ ნივთიერებებს შეუძლია, დაიცვას თირკმელი ტოქსინებისა და დაზიანებისგან.
- მინიმუმამდე დაჰყავს გულის დაავადებების განვითარების რისკი. ბროწეული ხელს უწყობს ქოლესტერინის სინთეზს, დაზიანებისგან იცავს სისხლძარღვებს, ებრძვის ათეროსკლეროზს.
- აძლიერებს იმუნურ სისტემას. ბროწეულის წვენი შეიცავს იმუნური სისტემის გამაძლიერებელ C ვიტამინს. ამიტომაც გვირჩევენ მის მიღებას გაცივების დროს.
- ანტიალერგიული საშუალებაა. ბროწეულის შემადგენლობაში უხვადაა ნივთიერება, რომელიც ბოჭავს ალერგიულ რეაქციას.
- ხელს უშლის პროსტატის კიბოსა და ძუძუს კიბოს განვითარებას.
- ასტიმულირებს ჰორმონების გამომუშავებას. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ბროწეულის კურკა შეიცავს ცხიმებს, რომლებიც აღადგენს ორგანიზმში ჰორმონულ ბალანსს.
- აწესრიგებს წნევას.
- კურნავს მეტაბოლურ სინდრომს. ბროწეული არეგულურებს სისხლში შაქრის დონეს, აუმჯობესებს ინსულინის აქტივაციას. ებრძვის ანთებით პროცესებს და ბევრ მეტაბოლურ სინდრომს კურნავს.