გოგრის თესლი გულის კუნთს ამაგრებს და თირკმლების მუშაობას აუმჯობესებს
გოგრის თესლი მდიდარია ცილით, ცხიმით, ორგანული მჟავებით. A, E ვიტამინებით. მოიპოვება მასში, თუმცა შედარებით ნაკლები, და ც უხვად არის მიკროელემენტები: თუთია, რკინა, მაგნიუმი, კალციუმი, ფოსფორი. ასეთი შემადგენლობის წყალობით გოგრის თესლს დიდი სარგებლობა მოაქვს ორგანიზმისთვის. კერძოდ, მას აქვს შარდმდენი და მსუბუქი გამხსნელი მოქმედება, ამაგრებს გულის კუნთს, აფერხებს კუჭსა და ნაწლავებში აირთა წარმოქმნას, აუმჯობესებს თირკმელების მუშაობას, ხელს უწყობს თმის ზრდას, გამოაქვს ორგანიზმიდან მძიმე მეტალების მარილები. ჩვილი ბავშვებისათვის განსაკუთრებით სასარგებლოა გოგრის თესლის ფაფა. თუ პატარას გოგრის ფაფა უკვე გაასინჯეთ, მისი თესლისგანაც მოამზადეთ ფაფა:
მიუხედავად სასარგებლო თვისებებისა, გოგრის თესლის ყოველდღიური მიღება ბავშვებისათვის მიზანშეწონილი არ არის. 3 წლიდან შეიძლება ვაჭამოთ კვირაში 1 - 3 - ჯერ არა უმეტეს 50 გრამისა.
- გაარჩიეთ და ბლენდერი რძესთან ან წყალთან ერთად ათქვიფეთ, გემოვნებისამებრ დაუმატეთ თაფლი და ხილის წვენი. კარგია როგორც ჭიების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური საშუალება. მიეცით ბავშვს დილით, უზმოზე, ორ ულუფად, ნახევარსაათიანი შუალედით. იგივე ნაზავი მოზრდილებსაც მოგიგვარებთ ჭიებთან დაკავშირებულ პრობლემებს.
- თირკმლისა და შარდის ბუშტის დაავადებების დროს კარგია გოგრის თესლისგან მომზადებული რძე. მის მოსამზადებლად აიღეთ 1 ჩაის ჭიქა გარჩეული თესლი, ბლენდერით ათქვიფეთ და თანდათან უმატეთ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გაწურეთ კარგად, ნალექიანად. მიიღეთ სამ ულუფად მთელი დღის განმავლობაში. თირკმელებისთვის სასარგებლოა გოგრის თესლის ჩაი: გამომშრალი თესლი დაფქვით ყავის საფქვავში, 1 ჩაის კოვზს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცხელი წყალი და მიირთვით.
მიუხედავად სასარგებლო თვისებებისა, გოგრის თესლის ყოველდღიური მიღება ბავშვებისათვის მიზანშეწონილი არ არის. 3 წლიდან შეიძლება ვაჭამოთ კვირაში 1 - 3 - ჯერ არა უმეტეს 50 გრამისა.