გაცივებისა და გახანგრძლივებული ხველის საწინააღმდეგო რამდენიმე სამკურნალო რეცეპტი!
მინდა, მეც გაგიზიაროთ გაცივებისა და ბრონქიტის დროს ხველების საწინააღმდეგო რამდენიმე რეცეპტი. მით უმეტეს, რომ ახლა ზამთარია და ეს პრობლემა ბევრს აწუხებს:
ექიმის კომენტარი:
თხილის ნაჭუჭის ნახარში, როგორც ამოსახველებელი საშუალება, გვხვდება ხალხური მედიცინის წყაროებში, ქართულ ეთნოგრაფიულ მასალებში. ფარმაკოპეაში ასეთი რეცეპტი აღნიშნული არ არის.
კომშის გული მდიდარია ლორწოთი, გააჩნია ანტიანთებითი, ანტიბაქტერიული მოქმედება და უნივერსალურ საშუალებას წარმოადგენს ბრონქიტების, მწვავე რესპირატორული დაავადების, სასუნთქი გზების პათოლოგიების დროს.
ბოლოკი ძლიერი ბაქტერიციდული თვისებებით ხასიათდება. რაც შეეხება თაფლს, მასაც ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიციდული და იმუნიტეტის გამაძლიერებელი თვისებები აქვს. აღნიშნული რეცეპტიც დადებითად მოქმედებს მწვავე გაცივებით გამოწვეული ხველების დროს.
ამრიგად, მკითხველის მიერ მოწოდებული რეცეპტები მისაღებია სამედიცინო თვალსაზრისით და მათ გამოყენებას გირჩევთ გახანგრძლივებული ხველების დროს.
- 1 მუჭა თხილის ნაჭუჭსა დაასხით 500 მლ წყალი და ხარშეთ 15 წუთი. მიიღეთ 1/2 ჭიქა 2 - ჯერ დღეში, თბილ - თბილი ნაყენი.
- 6 - 7 ც კომშის გულს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და ადუღეთ 5 წუთი. შეაგრილეთ, გადაწურეთ და მიიღეთ 1/2 ჭიქა ნახარში 2 - ჯერ დღეში.
- გახეხილი და გაწურული ბოლოკის წვენს შეურიეთ თაფლი ( 2:1 ) და მიიღეთ ორ - ორი სუფრის კოვზი 3 - ჯერ დღეში, ჭამისა და ძილის წინ.