ანგინას, ბრონქიტს და ხველას ამ უებარი ხალხური წამლით უმკურნალებთ!
გაცივებისა და ყელის ტკივილის პრობლემა თითქმის ყველას ემქნება. ბევრი მაშინვე ანტიბიოტიკებს იყენებს, მე კი არ მიყვარს წამლები, არც ის მინდა, ანტიბიოტიკებს შევეჩვიო, ამიტომ ანგინას ვირისტერფით ვმკურნალობ.
მომზადების და გამოყენების წესი:
5 გრ ( 1 ს/კ ) ვირისტერფას ფოთოლი მომინანქრებულ ჭურჭელში ჩადეთ, დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და თავდახურული წყლის აბაზანაში 15 წუთს გააჩერეთ. ხშირ - ხშირად ურიეთ. შემდეგ გადმოდგით და 45 წუთის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე გააცივეთ. გადაწურეთ, ფოთლებიც მაქსიმალურად გამოწურეთ. ნაყენი მდუღარე წყლით 200 მლ - მდე შეავსეთ. შეინახეთ გრილ ადგილას, არა უმეტეს 2 დღე - ღამისა. უნდა სვათ თბილ - თბილი, 1/3 - 1/2 ჭიქა დღეში 3 - ჯერ ჭამამდე 1 საათით ადრე.
ეს ნაყენი, გარდა ყელის ტკივილისა, შეგიძლიათ ბრონქიტის, ხველის დროსაც გამოყენოთ. მერწმუნეთ უებარია.
ექიმის კომენტარი:
ხალხურ მედიცინაში ვირისტერფას იყენებენ ამოსახველებელ საშუალებად. ფოთლების ნაყენს ხმარობენ ბრონქული ასთმის, მწვავე და ქრონიკული ბრონქიტების, ფილტვების ანთების, გაჭიანურებული ხველის, კუჭ - ნაწლავის ტრაქტის, თირკმლის, შარდის ბუშტის ანთების, გაცივების, აგრეთვე, ფილტვების აბცესისა და განგრენის დროს. ვირისტერფა გამოიყენება როგორც ნახარშისა და ნაყენის სახით ცალკე, ასევე სხვადასხვა სამკურნალო მცენარეებთან ერთად. ვირისტერფას ნახარში ხელს უწყობს ნახველის ამოღებას სასუნთქი ორგანოების გაცივების დროს, ამშვიდებს ხველას, განსაკუთრებით ღამით.
ამ მცენარეს ქართლში ჯორისქულას უწოდებენ, ხევსურეთში - ცხენისტერფას, თუშეთში - დათვთბუერას, ხოლო აჭარაში - გულბამბას.