რამ შეიძლება გამოიწვიოს გულის მოციმციმე არითმია.
მაქვს მოციმციმე არიტმია. ჩავიტარე გამოკვლევები, მაგრამ ვერ დამიდგინეს მისი მიზეზი. რას შეიძლებოდა გამოეწვია არითმია?
ექიმის კომენტარი:
მოციმციმე არიტმიის მიზეზი მრავალგვარი შეიძლება იყოს. ერთ - ერთი მათგანია პაციენტის ასაკი. 70 წელს გადაცილებულ ადამიანებში მოციმციმე არითმია 100 - ჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ახალგაზრდებში. არითმიის ეს სახე ხშირად ვითარდება იმ დაავადებათა ფონზე, რომლებიც გულის დატვირთვას ზრდიან. მათ შორისაა ისეთი გავრცელებული პათოლოგიები, როგორებიცაა გულის იშემიური დაავადება, ჰიპერტონიული დაავადება და გულის უკმარისობა. ადამიანებს, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ ბრონქული ასთმა ან ქრონიკული ბრონქიტი, ასევე ემუქრებათ მოციმციმე არითმიის განვითარება.
აღნიშნული დაავადება შეიძლება გამოიწვიოს აგრეთვე გულის სარქველების დაზიანებამ. ხშირად მოციმციმე არიტმია ემართებათ მათ, ვისაც აქვს ფარისებრი ჯირკვლის მომატებული აქტიურობა, შაქრიანი დიაბეტი და სიმსუქნე. ყველა ამ მიზეზის დადგენა არ არის რთული ჩვეულებრივი გამოკვლევის მეშვეობით. მაგრამ ზოგჯერ ისეც ხდება, რომ დაავადება თითქოს უმიზეზოდ იწყება, მას ვერაფერს უკავშირებენ და ვერც ვერანაირი დიაგნოსტიკის მეთოდით იკვლევენ მიზეზს. თუმცა ასეთ შემთხვევაშიც, მკურნალობა მაინც აუცილებელია.