უმკურნალეთ საშვილოსნოს ყელის ეროზიას უებარი მცენარეული საშუალებებით. 100% - იანი შედეგით!
საშვილოსნოს ყელის ეროზია ფართოდ გავრცელებული გინეკოლოგიური დაავადებაა. იგი ქალების დაახლოებით 10-15%-ს აქვს. მას უმეტესად შემთხვევით, სულ სხვა მიზეზით ჩატარებული დისპანსერული გამოკვლევისას აღმოაჩენენ. ეროზია ხშირად ახლავს თან ქრონიკულ სალპინგოოოფორიტს, რომელიც საკვერცხეებისა და მისი დანამატების ფუნქციის მოშლით მიმდინარეობს.
ხალხური მედიცინა არც ამ შემთხვევაშიც არ გვტოვებს უყურადღებოდ და გვთავაზობს რამდენიმე მცენარეულ საშუალებას, საშვილოსნოს ყელის ეროზიის სამკურნალოდ:
ხალხური მედიცინა არც ამ შემთხვევაშიც არ გვტოვებს უყურადღებოდ და გვთავაზობს რამდენიმე მცენარეულ საშუალებას, საშვილოსნოს ყელის ეროზიის სამკურნალოდ:
- საშოს კედლის და საშვილოსნოს ყელის ეროზიის სამკურნალოდ იყენებენ მუმიოს წყალხსნარს. მუმიოს 4 % - იან ხსნარში დაასველეთ ხელსახოცი და დაიდეთ ეროზიულ ზედაპირზე, დააფიქსირეთ ტამპონით. უკვე ათი დღის შემდეგ ჭრილობა სუფთავდება ჩირქოვანი ნაფიფქისგან, ხოლო 4 დღის შემდეგ თითქმის მთლიანად სუფთავდება და კიდეებიდან უნდა გაიკეთოთ 5 - 10 პროცედურა 3 კვირის განმავლობაში, მკურანლობის კურსის ბოლო აღინიშნება სრული ეპითელიზაცია.
- საშვილოსნოს ყელის ეროზიის და ტრიქომონადული კოლპიტის დროს სამკურნალოდ - გამოსარეცხად, იყენებენ გულყვითელას ნაყენის 2 % - იან ხსნარს ( 1 ჩ/კ გულყვითელას ნაყენი, 0,5 - 1 ჩ/ჭ წყალი ).
- 2 ს/კ ჩაგირის დაქუცმაცებული ფესურას დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი. დადგით 30 წუთით მდუღარე წყლის აბაზანაზე, შემდეგ გაწურეთ, გააცივეთ. გამოიყენეთ ერთი თვის განმავლობაში გამოსარეცხად.
- 2 ს/კ ქრისტესისხლას ბალახს ( შეგიძლიათ დაუმატოთ ფესვიც) დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ მდუღარე წყლის აბაზანაზე, გაწურეთ. თბილი ნახარში გამოიყენეთ გამოსარეცხად.
- 2 ს/კ აბზინდას დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ დახურულ ჭურჭელში მდუღარე წყლის აბაზანაზე 30 წთ - ის განმავლობაში, გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე, გაწურეთ. თბილი ნაყენი გამოიყენეთ გამოსარეცხად.
- ტამპონების სახით გამმოიყენეთ ალოე. ჩვეულებრივ იყენებენ ალოეს წვენს, ან ალოეს წვენის მშრალ ფხვნილს. 1 ჩ/კ ფხვნილს დაასხით 150 მლ. წყალი და გააჩერეთ 2 - 3 საათის განმავლობაში.
- 10 გრ ფიჭვის კვირტს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, ადუღეთ 3 წთ, გააჩერეთ 1 სთ, გაწურეთ. გამოიყენეთ გამოსარეცხად და საშოს აბაზანებისთვის.
- 2 ს/კ გვირილას ყვავილს დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი და გააჩერეთ თბილ ადგილას 1 სთ, გაწურეთ. გამოიყენეთ გამოსარეცხად საშვილოსნოს ყელის ეროზიის დროს.
- 2 ს/კ მუხის ქერქს დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი, დადგით მდუღარე წყლის აბაზანაზე 30 წუთით, გააჩერეთ 1 სთ, გაწურეთ. გამოიყენეთ თბილი ნახარში აბაზანებისა და გამორეცხვისთვის.
- საშვილოსნოს ყელის ეროზიის დროს იყენებენ მარწყვბალახას ნახარშს 1 ს/კ ფესურას დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, ადუღეთ 15 წთ. გააჩერეთ 1 სთ, გაწურეთ. მიიღეთ 1 ს/კ 3 - 4 - ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.