ბაბუაწვერას ნაყენი რომელიც უამრავ დაავადებას კურნავს!
ბაბუაწვერა საქართველოს თითქმის ყველა რაიონშია გავრცელებული, როგორც მაღალმთიანებში, ისე დაბლობში.
ნედლეულად იყენებენ ბაბუაწვერის ფესვებს, მათ გვიან შემოდგომით, ფოთლების ჭკნობის ფაზაში თხრიან ნიჩბებით, მიწას ჩამობერტყავენ, შემოაჭრიან ფოთლების ნარჩენებს, ფესვის წვეროს, გვერდით წვრილ ფესვებს, რეცხავენ ცივ წყალში და ტოვებენ ჰაერზე რამდენიმე დღე, სანამ არ შეწყდება მისგან რძეწვენის გამოყოფა. შემდეგ გაშლიან ქაღალდზე თხელ ფენად, აშრობენ ჩრდილში, კარგი ვენტილაციის პირობებში, კარგად გამომშრალ ფესვებს ინახავენ მშრალ ადგილზე არაუმეტეს 5 წლისა.
ბაბუაწვერას ფესვებიდან მიიღეს ტრიტერპენის შენაერთები, სიგმასტერინი, ინულინი ( 24 %-მდე ), ქოლინი, ნიკოტინის მჟავა, ფისები, ცვილი, კაუჩუკი ( 3 %-მდე ) და ცხიმი.
ბულგარულ ხალხურ მედიცინაში ბაბუაწვერას ფესვებს ხმარობენ ათეროსკლეროზის დროს.
საფრანგეთსა და იტალიაში ბაბუაწვერას ფოთლებისგან ამზადებენ სხვასდასხვა სახის სალათებს, მათ იყენებენ როგორც საერთო გამამაგრებელ საშუალებას.

- ხალხურ მედიცინაში ბაბუაწვერას ფესვების ნაყენს იყენებენ კუჭ-ნაწლავის მოქმედების გასაუმჯობესებლად, როგორც მადის მომგვრელ, ნაღვლის სადენ საშუალებას. იყენებენ აგრეთვე ბუასილის სამკურნალოდაც.
- ბაბუაწვერას ფესვებს აქვთ სიცხის დამწევი და ოფლმდენი მოქმედება. მისგან დამზადებულ ნაყენს სვამენ ძირმაგარების, ფერისმჭამელების და კანზე გამონაყარის დროს. ბაბუაწვერას რძეწვენს ისვამენ კოჟრებზე და მეჭეჭებზე.
- ბაბუაწვერას ფესვების ნაყენის მოსამზადებლად 10 გრ. დაქუცმაცებული ფესვები ( 1 ს/კ ) მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ. ( 1 ჩ/ჭ ) მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური, ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში, ადუღეთ 15 წთ. ხშირად ურიეთ. შემდეგ გააცივეთ 45 წუთის განმავლობაში. გადაწურეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ , შეავსეთ ანადუღარი წყლით საწყისი მოცულობის ( 200 მლ-მდე ) მიღებამდე. შეინახეთ გრილ ადგილზე არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. ნაყენი რეკომენდებულია მიიღოთ თბილი სახით 1/3 ჭიქა 3-4-ჯერ დღეში ჭამის წინ 15 წუთით ადრე, როგორც ნაღვლის დასადენი საშუალება და კანის იმ დაავადებების დროს, რომლებიც ზემოთ იყო აღნიშნული.
- კუჭ-ნაწლავის დაავადების, მეტეორიზმისა და ბუასილის დროს ნაყენი დაამზადეთ შემდეგნაირად: 2 ჩ/კ დაქუცმაცებულ ფესვებს დაასხით 1 ჩ/ჭ ცივი წყალი, დადგით 6 საათის განმავლობაში, გადაწურეთ, მიიღეთ 1/4 ჭიქა 2-ჯერ დღეში ჭამის წინ.