მცენარე, რომელიც კუჭ - ნაწლავის უამრავ დაავადებას კურნავს!
ასფურცელა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან, სიმაღლით 50 - 150 სმ, ჰორიზონტალური , დატოტვილი, გახევებული ფესურით. მისი სწორმდგომი ღეროები შიშველი ან ოდნავ შებუსულია.
ასფურცელა ყვავილობს ივლის - სექტემბერში, თესლი მწიფდება აგვისტო - ოქტომბერში.
გავრცელებულია ტყეებში, ტყის პირებზე, ბუჩქნარებში, ქვიშიან კარიერებში, ნაგვიან ადგილებზე.
ასფურცელას ყვავილედი შეიცავს ფლავონოიდებს ( ლუტეონს, კვერცეტინს), ეთერზეთს ( 2 % - მდე ), რომლის შემადგენლობაში შედის ტუონი, ქაფური, ტუოლი, ალკალოიდები, სათრიმლავი და მწარე ნივთიერებები.
ხალხურ მედიცინაში ასფურცელას ნაყენი გამოიყენება მრგვალი ჭიების დასაყრელად, ციების საწინააღმდეგოდ, ნერვული აგზნების, ნაწლავების ზოგიერთი დაავადების დროს.
მედიცინაში ასფურცელას პრეპარატებს იყენებენ ღვიძლის, ნაღველის სადინარების, კუჭ - ნაწლავის დაავადების, ენტეროკოლიტების დროს.

- ენტეროკოლიტის სამკურნალოდ 5 გრამ ყვავილს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, მოათავსეთ მდუღარე წყლის აბაზანაში, ადუღეთ 15 წუთი. შემდეგ გააცივეთ 45 წთ - ის განმავლობაში, გაწურეთ და მიღებული მასა შეავსეთ საწყის მოცულობამდე. მიიღეთ 1 ს/კ კოვზი 5 - 6 -ჯერ დღეში.
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს ასეთივე ნაყენი მიიღეთ 1/3 - 1/2 ჭიქა 2 - 3 - ჯერ დღეში.
- ჭიების დასაყრელად 20 გრ ასფურცელას ყვავილი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ ( 1 ჩაის ჭიქა ) მდუღარე წყალი. ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთი. შემდეგ გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 45 წუთის განმავლობაში. გაწურეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ, მიღებული მასა შეავსეთ საწყისი მოცულობის მიღებამდე ( 200 მლ - მდე ). მიიღეთ 1 ს/კ კოვზი 3 - 4 - ჯერ დღეში.
- ასფურცელას ნაყენი ხალხურ მედიცინაში გამოიყენება აბაზანებისა და საფენების სახით სახსრების ანთების დროს ( რევმატიზმი , ნიკრისის ქარები ). ნაყენს გააჩნია აგრეთვე ანტიმიკრობული თვისებები, ამიტომ მას იყენებენ ძველი ჭრილობებისა და წყლულების მოსაწმენდად.
- უნდა გახსოვდეთ, ასფურცელა შხამიანი მცენარეა და მისი ნაყენის დიდი დოზებით, ან ხანგრძლივად მიღება იწვევს კუჭის აშლილობას, გულისრევას, ღებინებას, ამიტომ მისი გამოყენების დროს საჭიროა სიფრთხილის დაცვა.