გაიგეთ მეტი სალბის სამკურნალო თვისებებზე
სალბის ყველა ნაწილი ( ღერო, ფოთლები, ყვავილები ), შეიცავს ეთერზეთს, ფოთლებში აგრეთვე არის ალკალოიდები, სათრიმლავი ნივთიერებები, ურსოლის, ოლეანოლის მჟავები, პარადიფენოლი, B ჯგუფის ვიტამინები.
სალბის ნაყენებსა და ნახარშებს ძირითადად იყენებენ როგორც ანთების საწინააღმდეგო ბაქტერიოსტატიკური თვისებების, მადეზინფიცირებელ საშუალებას პირის ღრუში და ყელში გამოსავლებად სტომატიტების, ზედა სასუნთქი გზების კატარის დროს. ხალხურ მედიცინაში სალბის ფოთლები გამოიყენება გასტრიტების, კოლიტის, ღვიძლის , თირკმელების დაავადების, ბრონქოტების დროს, აგრეთვე როგორც ამოსახველებელი, ხველის შემარბილებელი, შარდმდენი საშუალება.

- სალბის ნაყენის მისაღებად 10 გრ ( 2 ს/კ ) ნედლეული მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ ( 1 ჩაის ჭიქა ) ცხელი ანადუღარი წყალი, გააცხელეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წთ, შემდეგ გააცივეთ 45 წთ, გადაწურეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ. მიღებული ნაყენი გააზავეთ ანადუღარი წყლით საწყილის მოცულობის ( 200 მლ ) მიღებამდე. შეინახეთ გრილ ადგილზე არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. გამოიყენება პირის ღრუში, ყელში გამოსავლებად. დოლბანდის საფენები, დასველებული სალბის ნაყენში, გამოიყენება კანის დაზიანების , ჭრილობების, დამწვრობის, მოყინვის დროს.
- თვლიან, რომ სალბის ნაყენის მიღება ამცირებს ოფლის გამოყოფას, ამიტომ ურჩევენ მის მიღებას ძლიერი ოფლიანობის შემთხვევაში, განსაკუთრებით კლიმაქტერულ პერიოდში.
- მის ნაყენს იყენებენ აგრეთვე როგორც კოსმეტიკურ საშუალებას ფერისმჭამელების სამკურნალოდ. ამისთვის ნაყენს შემდეგნაირად ამზადებენ: 1 ჩ/კ დაქუცმაცებულ ფოთოლს ასხამენ 1 ჩ/ჭ მდუღარეს, ადუღებენ არაუმეტეს 5 წუთისა, ხმარობენ თბილი საფენების სახით.