საოცარი მცენარე, რომელიც უამრავ დაავადებას კურნავს! ეს უნდა იცოდეთ!
ტუხტი - მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა , ძლიერი ფესვური სისტემით. გამოიყენება სამკურნალოდ მისი ყვავილები, ფოთლები და ფესვები. ყვავილებსა და ფოთლებს აგროვებენ ყვავილობის პერიოდში, შენახვის ვადა ფესვების 3 წელია, ფოთლების და ყვავილების - 5 წელი. ხალხურ მედიცინაში ნაყენები და სიროფი ტუხტის გამოიყენება ბრონქიტის, ფილტვების ანთების, ასთმის, კუჭის წყლულოვანი დაავადების, კოლიტის, საშარდე ბუშტის ანთების დროს.
გთავაზობთ სამკურნალო ტუხტის რამდენიმე რეცეპტს:
გთავაზობთ სამკურნალო ტუხტის რამდენიმე რეცეპტს:
- 2 ს/კ ხმელი ნედლეული დააქუცმაცეთ. ადუღეთ 30 წთ 200 მლ წყალში, გაწურეთ გულმოდგინედ, ნაყენის მოცულობა შეავსეთ საწყისამდე. სვით ცხელი 100 - 100 მლ 3 - 4 - ჯერ დღეში ჭამის პროცესში მწვავე გასტრიტისას მომატებული მჟავიანობით, კუჭისა და 12 გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებისას, ენტეროკოლიტის დროს. გაიკეთეთ მიკროოყნები ( 60 მლ ) ფაღარათისას.
- დაქუცმაცებული ფესვების 2 ს/კ ადუღეთ 30 წთ 200 მლ წყალში. დააყენეთ 15 წთ, გაწურეთ, მოცულობა მიიყვანეთ საწყისამდე. დალიეთ ცხელი 70 - 70 მლ ჭამის პროცესში გაცივებულზე ხველებისას, ბრონქიტისას, პროსტატიტის დროს, წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნისას. გამოიყენება აგრეთვე შარდკენჭოვანი დაავადებისას, კოსმეტიკური ნიღბებისათვის სახეზე.
- 2 ს/კ დაქუცმაცებული ფესვები დააყენეთ 8 სთ 300 მლ ადუღებულ წყალში. გამოივლეთ ყელში ქრონიკული ტონზილიტის დროს.