თუ გსურთ თავიდან აირიდოთ ინფარქტი და გულის დაავადებები, მიირთვით ეს 9 პროდუქტი.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები დღესდღეობით საკმაოდ გავრცელებულია. ხშირ შემთხვევაში ამ დაავადებებს საფუძვლად არტერიების დაცობა უდევს, რასაც, როგორც წესი, ჭარბი რაოდენობით სტრესი, არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა და ცხოვრების არაჯანსაღი სტილი განაპირობებს.
კვების რაციონში გარკვეული ცვლილებების შეტანით შესაძლებელია მსგავსი სერიოზული დაავადებების, მათ შორის გულის შეტევის თავიდან არიდება. გაამდიდრეთ კვების რაციონი ამ პროდუქტებით, რომელთა შესახებ დღეს დეტალურად მოგითხრობთ ''Fpaparazzi''-ის რედაქცია.
ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!
კვების რაციონში გარკვეული ცვლილებების შეტანით შესაძლებელია მსგავსი სერიოზული დაავადებების, მათ შორის გულის შეტევის თავიდან არიდება. გაამდიდრეთ კვების რაციონი ამ პროდუქტებით, რომელთა შესახებ დღეს დეტალურად მოგითხრობთ ''Fpaparazzi''-ის რედაქცია.
- ორაგული
ეს პროდუქტი მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და ახშობს ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებს. თუ
თქვენ საკუთარ კვების რაციონს ორაგულით გაამდიდრებთ, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების რისკი საგრძნობლად შემცირდება. - ფორთოხლის წვენი
ფორთოხლის ახლადგამოწურული წვენი მდიდარია C ვიტამინითა და ანტიოქსიდანტებით, რომლებიც იცავს ჩვენს სისხლძარღვებს დაზიანებისგან. ამ პროდუქტის დახმარებით შესაძლებელია არტერიული წნევის დარეგულირებაც. კვლევების თანახმად, დღეში 2 ჭიქა ფორთოხლის წვენი თავიდან გვარიდებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს. - თხილეული
თხილეული მდიდარია ცხიმოვანი მჟვებიდა და გაუჯერებელი ცხიმებით, მათ შორის ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავით, რომელიც ამცირებს ქოლესტერინის დონეს და აუმჯობესებს გულის კუნთის მუშაობას. - კურკუმინი
კურკუმას აქტიური კომპონენტი, კურკუმინი ამცირებს ანთებით პროცესებს ქსოვილებში. თუ თქვენ კურკუმის ჩაის რეგულარულად მიიღებთ, შეძლებთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების თავიდან არიდებას. - მწვანე ჩაი
ეს საოცრად სასარგებლო პროდუქტი მდიდარია კატეხინით - ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც იცავს ჩვენს გულს. ის ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს ჩვენს ორგანიზმში. მიირთვით 2 ფინჯანი მწვანე ჩაი დღეში, რათა შეინარჩუნოთ ახალგაზრდობა მრავალი წლით. - საზამთრო
უამრავი ადამიანისთვის საყვარელი ეს პროდუქტი წმენდს ჩვენს სისხლძარღვებს და იცავს მათ დაცობისგან. - ავოკადო
ჯანსაღი ცხიმებით მდიდარი ეს პროდუქტი არეგულირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და გვიჯანსაღებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას. - წითელი მოცვი
წითელი მოცვი მდიდარია კალიუმით (უმნიშვნელოვანესი ელემენტი ჩვენი გულის ჯანმრთელობისთვის), რომელიც არეგულირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. კვლევების თანახმად, თუ თქვენ დღეში წითელი მოცვის 2 ჭიქა წვენს მიირთმევთ, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების რისკი 40%-ით შემცირდება. - ბროწეული
ეს პროდუქტი მდიდარია ფიტონუტრიენტებით, რომლებიც სტიმულირებს აზოტის ოქსიდის გამომუშავებას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!