10 რამ, რაც არ უნდა გავაკეთოთ გაციებისას

10 რამ, რაც არ უნდა გავაკეთოთ გაციებისას
როდესაც ავად ვართ, მაინცდამაინც ვერ ვფიქრობთ იმაზე, რამდენად სწორია ჩვენი ესა თუ ის გადაწყვეტილება, თუმცა არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომლისგანაც თავი უნდა შევიკავოთ, თუკი მალე გამოჯანმრთელება გვსურს.

  1. ცხვირის მოხოცვა მთელი ძალით

    გეთანხმებით, რომ საშინელებაა, როდესაც ცხვირით ვერ სუნთქავ, მაგრამ თუკი ზედმეტად მოუჭერთ ცხვირს ამ პროცესში, სურდოსთან ერთად, სინუსური ინფექციაც გარანტირებული გაქვთ.

  2. პლედებსა და საბნებში გახვევა
    10 რამ, რაც არ უნდა გავაკეთოთ გაციებისას
    გაციებისას ძალიან გვსიამოვნებს სითბო, მაგრამ აუცილებელია, ორგანიზმს მივცეთ საშუალება, თავად არეგულიროს ტემპერატურა გარემოს შესაბამისად.

  3. სახლში გამოკეტვა

    რა თქმა უნდა, არ არის საჭირო, მთელი ქალაქი მოირბინოთ და ბაქტერიები გაავრცელოთ, თუმცა სუფთა ჰაერზე ცოტა ხნით გასეირნება ძალიან სასარგებლოა.

  4. გადამუშვებული ნახშირწყლების მიღება

    შეიძლება გახუხული პურის გარდა, არაფრის ჭამა არ გინდოდეთ, მაგრამ გადამუშვებული ნახშირწყლები ძალიან მალე იშლება შაქრად, ამიტომ ისეთივე მავნებელია, როგორიც დავუშვათ სოდის ჭამა. ჯობს, დაცეხვილ პურს შეექცეთ.

  5. ფიზიკური დატვირთვა

    ზოგიერთი ფიქრობს, რომ ვარჯიშით „ოფლს მოიდენს“ და უკეთ იგრძნობს თავს. არა. არ არის ეს სწორი. ერთადერთი, შეგიძლიათ იცუროთ. ცურვისას სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება და სასუნთქი გზებიც იხსნება. თუმცა, აქაც აუცილებელია ზომიერების დაცვა.

  6. მანქანის მართვა

    რაც არ უნდა გადაუდებელი საქმე გქონდეთ, ეცადეთ, მოძებნოთ ადამიანი, რომელიც მძღოლობას გაგიწევთ, ან აფთიაქიდან წამალს მოგიტანთ. ვირუსი, გაბრუებული თავი და საჭე საკმაოდ საშიში კომბინაციაა.

  7. ხელის არდაბანა

    აუცილებელია ხელის ხშირ-ხშირად, საფუძვლიანად დაბანა საპნითა და თბილი წყლით. სხვანაირად უბრალოდ ვერ შეებრძოლებით ბაქტერიებს.

  8. ბევრი ვიტამინის მიღება

    შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ვიტამინის გადაჭარბებული დოზა სულაც არაა სასურველი, სხვა თუ არაფერი, მაგალითად ცე ვიტამინის ჭარბმა რაოდენობამ შეიძლება დიარეა გამოიწვიოს.

  9. თუთიის შემცველი ცხვირის სპრეის ხშირი გამოყენება

    თუთია ძალიან კარგია თქვენი იმუნური სისტემისთვის, თუმცა მისი შესასხურებლის სახით ხშირი გამოყენება საზიანოა და შეიძლება ყნოსვის დაქვეითება გამოიწვიოს.

  10. ნარჩენი ანტიბიოტიკების მიღება

    პირველ რიგში, აუცილებლად ბოლომდე უნდა ჩაამთავროთ წამლების კურსი, რომელიც ექიმმა დაგინიშნათ, მაშინაც კი, თუ მალევე იგრძნობთ თავს კარგად. მეორეც, ანტიბიოტიკები არ შველის გაციებასა და სურდოს: ეს ვირუსული დაავადებაა და არ არის გამოწვეული ბაქტერიებით.

  11. ალკოჰოლური სასმლის მიღება

    მიუხედავად იმისა, რომ მცირე რაოდენობით ალკოჰოლური სასმელი თითქოს შვებას გვაგრძნობინებს და გაციების ნიშნებს ხსნის, დიდი შანსია, რომ უარეს მდგომარეობაში გაგეღვიძოთ.