დიეტის 7 წესი, რომლებიც უნდა დაარღვიოთ, რომ წონაში დაიკლოთ
თუკი სერიოზულად გაქვთ გადაწყვეტილი წონაში დაკლება, რამდენიმე საყოველთაოდ დამკვიდრებული წესის დარღვევა მოგიწევთ. ზოგიერთი მათგანი უბრალოდ მითია, რომლებიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა, დანარჩენები კი უბრალოდ სხვადასხვა მოდური დიეტებიდან გამოტანილი დასკვნები. წარმოშობისდა მიუხედავად, თუკი ამ წესებს ბრმად მიჰყვებით, სასურველ წონას ვერ მიაღწევთ.
გთავაზობთ ამ წესების სიას, რომელთა დარღვევით გაგიადვილდებათ წონაში კლება:
გახსოვდეთ, რომ ყველა წესში არსებობს გამონაკლისი. თუკი დიეტის ზოგიერთი წესი აბსოლუტურად გონივრული და საფუძვლიანია, ზოგიერთი მათგან უბრალოდ წლების განმავლობაში დამახინჯებული წარმოდგენებია და სხვა არაფერი. დაიმახსოვრეთ, თუკი დიეტის წესებს ითვალისწინებთ, აუცილებლად უნდა იცოდეთ, რატომ აკეთებთ ამას. წონაში ჭკვიანური კლება სწრაფ კლებას უდრის.
გთავაზობთ ამ წესების სიას, რომელთა დარღვევით გაგიადვილდებათ წონაში კლება:
- „ხშირად უნდა ვჭამო, რომ ძალიან არ დავიმშე“[/i]
რეალობა: არაფერი ცუდი არ არის იმაში, რომ ხშირ-ხშირად მიირთვათ პატარა ულუფები და ამით თავიდან აიცილოთ ზედმეტად დანაყრება. თანაც არც წაქცევამდე შიმშილობაა კარგი. თუმცა თუ გგონიათ, რომ ხშირი კვება ხელს უწყობს წონის კლებას, ცდებით. - „ერიდეთ ნახშირწყლებს, ისინი წონაში მომატებას უწყობს ხელს“
რეალობა: არც ნახშირწყლები, არც სახამებელი არ გაგასუქებთ. თქვენ გაგასუქებთ ზედმეტი კალორიების მიღება, არ აქვს მნიშვნელობა როგორ დააგროვებთ მათ - ნახშირწყლებით, ცხიმებით თუ პროტეინით. დაკლების მსურველები არ მიირთმევენ სახამებლიან ნახშირწყლებს, რადგან მათ ძალიან დაბალი კვებითი ღირებულება აქვთ და მათი ჭამის შემდეგ მალევე მოგშივდებათ. - „ნაკლებცხიმიანი საკვები დააჩქარებს წონაში კლებას“
რეალობა: ბუნებრივად ნაკლები ცხიმის შემცველი პროდუქტები ძალიან სასარგებლოა. ხოლო რადგან ცხიმი ბევრ კალორიას შეიცავს, დიეტაში ცხიმის შეზღუდვა ნამდვილად მისაღებია. მაგრამ უცხიმო დიეტებისას რეკომენდებული ბევრი კერძი თუ პროდუქტი სინამდვილეში არ არის კარგი შედგის მომტანი თქვენთვის. - „წონაში დასაკლებად საუკეთესოა ინტენსიური ვარჯიში“
რეალობა: მაღალი ინტენსივობის ვარჯიშები ბოლო წლების ფიტნეს-მიმართულებების ტრენდია. ასეთი ვარჯიშები მეგა რაოდენობის კალორიებს წვავს. მაგრამ არ გარგებთ ის აზრი, რომ მეტი უნდა ივარჯიშოთ, რომ სწრაფად დაიკლოთ. ეს სარგებელზე გაცილებით მეტ ზიანს მოგიტანთ. - „უფრო სწრაფად დავიკლებ, თუკი მივირთმევ ბიოლოგიურად სუფთა, არაგენმოდიფიცირებულ, უგლუტენო საკვებს“
რეალობა: რა თქმა უნდა, აღნიშნული პროდუქტების მიღება სულაც არ არის ცუდი, თუმცა ფაქტია, რომ ბევრი ასეთი პროდუქტი გადამუშვებული საკვებია და შეიცავს იმავე რაოდენობის კალორიებს და შაქარს, რამდენსაც ჩვეულებრივი საკვები. - „დიეტის ერთი დღით დარღვევა მისი წარმატებით დასრულებისთვის სასარგებლოა“
რეალობა: ეს მოსაზრება ალბათ იმიტომ დამკვიდრდა, რომ მკაცრი დიეტებისას ასეთი დღეების არსებობს ხვედრს უმსუბუქებს ადამიანებს. მაგრამ ამას თავისი უარყოფითი შედეგები აქვს და შეიძლება დაკარგული კილოგრამები მეტობითაც კი დაგიბრუნოთ. - „სწრაფად კლების მეთოდები უშედეგოა“
რეალობა: ასეთი მეთოდების უმეტესობა მართლაც უცნაურ და გაუგებარ ფაქტორებს ეფუძნება, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სწრაფი კლების ყველა მეთოდი უვარგისია. ზოგიერთი მათგანი პირიქით, გრძელვადიანი კლების დროსაც კი დაგეხმარებათ.
გახსოვდეთ, რომ ყველა წესში არსებობს გამონაკლისი. თუკი დიეტის ზოგიერთი წესი აბსოლუტურად გონივრული და საფუძვლიანია, ზოგიერთი მათგან უბრალოდ წლების განმავლობაში დამახინჯებული წარმოდგენებია და სხვა არაფერი. დაიმახსოვრეთ, თუკი დიეტის წესებს ითვალისწინებთ, აუცილებლად უნდა იცოდეთ, რატომ აკეთებთ ამას. წონაში ჭკვიანური კლება სწრაფ კლებას უდრის.