არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოთ ეს მენსტრუაციისას!

არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოთ ეს მენსტრუაციისას!
ციკლის დროს ქალები ხშირად გრძნობენ დაღლილობას, არც განძრევა უნდათ, არც კომუნიკაცია. ზოგიერთს მხოლოდ ის უნდა, სახლში იჯდეს და გარშემო მხოლოდ გემრიელი საჭმელი ჰქონდეს. თუმცა არის გარკვეული ფაქტორები, რომლებსაც ჯობს, თავი აარიდოთ ციკლის დასრულებამდე.

  • ჭამის გამოტოვება
    ეცადეთ, არ გამოტოვოთ ჭამა და რეგულარულად იკვებოთ. ეს აუცილებლად გჭირდებათ ენერგიის აღსადგენად.

  • ფიზიკური აქტივობა
    მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი მუცელი ან ზურგი გტკივათ.

  • ფასტ ფუდი
    შეიძლება ძალიანაც გესიამოვნოთ შუაღამისას ბურგერის მირთმევა, თუმცა არ დაივიწყოთ ზომიერება.

  • ცივი წყალი
    ნუ დალევთ ცივ წყალს ციკლის პერიოდში. ამან შეიძლება მენსტრუალური სისხლის გამოყოფა შეაფერხოს, რაც შემდგომში სხვადასხვა გართულების მიზეზი შეიძლება გახდეს.