ნამდვილად გაფხიზლებთ თუ არა ყავა?
ყავის თემაზე უამრავი ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრება ვრცელდება. ჩვენ უკვე ვიცით, რომ ის არ იწვევს კიბოს და რომ მისი მიღება ბევრი მხრივ სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. თუმცა როდესაც საქმე ეხება ენერგიის აღდგენას, რამდენად მუშაობს ყავა?
ფაქტი კი ასეთია: ყავა ვერაფრით დაგეხმარებათ უძილო ღამის შემდეგ.
დღესდღეობით იშვიათია ადამიანი, ვისაც საკმარისად სძინავს ღამით. ამის კომპენსირებას ძირითადად ყავითა და კოფეინის შემცველი საშუალებებით ვცდილობთ, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ყავას არ შეუძლია ენერგიის აღდგენა, თუ თქვენ ზედიზედ მესამე ღამეა, საკმარისად არ გიძინიათ.
მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომელშიც 48 მონაწილეს 5 დღე-ღამის განმავლობაში მხოლოდ 5 საათით ეძინა. მონაწილეები სვამდნენ 200 მილიგრამ კოფეინს, დღეში ორჯერ. სწორედ სამ რაოდენობის კოფეინს შეიცავს ორი ფინჯანი ყავა. პირველი ორი დღის განმავლობაში მონაწილეები ნამდვილად არ უჩიოდნენ ენერგიის ნაკლებობას, კოფეინი თავის ფუნქციას ასრულებდა. მაგრამ მესამე დღეს კოფეინმა ვეღარ გაჭრა - მას უბრალოდ არანაირი ეფექტი აღარ ჰქონდა.
როგორც აღმოჩნდა, სისტემატურად არასაკმარისად ძილის შემთხვევაში კოფეინი უძლურია. ეს თავად მეცნიერებისთვისაც აღმოჩენა იყო.
ასე რომ, თუკი გინდათ ყავის ეფექტებით ტკბობა, ღამეში მინიმუმ 7 საათი უნდა იძინოთ. თუმცა ბევრი ჩვენგანისთვის ყავის სმა დღის აუცილებელი რიტუალია, ამიტომ მასზე უარს არასდიდებით ვიტყვით.