აი რა მოსდის თქვენს ღვიძლს და სხვა ორგანოებს, როდესაც 3 ფინჯან ყავას მიირთმევთ.

აი რა მოსდის თქვენს ღვიძლს და სხვა ორგანოებს, როდესაც 3 ფინჯან ყავას მიირთმევთ.
სასარგებლოა, თუ არა ყავა ჩვენი ჯანმრთელობისთვის? უკვე მრავალი წელია, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით სამედიცინო სფეროში დავა მიმდინარეობს. მრავალრიცხვოვან კვლევებზე დაყრდნობით, სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები მივიდნენ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ყველასათვის საყვარელ ამ პროდუქტს მართლაც სასარგებლო გავლენა აქვს ჩვენს ორგანიზმზე, თუმცა გარკვეული წესებისა და ნორმების დაცვის შემთხვევაში: ყავა აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და უნდა მივიღოთ ის გონივრული რაოდენობით.



მკვლევარების მტკიცებით, კოფეინის დღიური ნორმა 300-500 მილიგრამია. ითვლება, რომ ერთ ფინჯანი ყავა 100 მილიგრამ კოფეინს შეიცავს, რის გამოც 3 ფინჯანი ყავა დღეში - ეს სწორედ ის რაოდენობაა, რომელიც სასარგებლოდ აისახება ჩვენს ორგანიზმზე.

''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ 4 სამეცნიერო ფაქტს, რომელიც ამტკიცებს, რომ გონივრული რაოდენობით ყავის მიღება სასარგებლოდ აისახება ჩვენს ორგანიზმზე.

აი რა მოსდის თქვენს ღვიძლს და სხვა ორგანოებს, როდესაც 3 ფინჯან ყავას მიირთმევთ.

1. ყავა და ღვიძლი
ყავა ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც ჩვენს ღვიძლს აღდგენა-რეგენერაციაში ეხმარება. ადამიანები, რომლებიც რეგულარულად მიირთმევენ ამ არომატულ სასმელს, დაზღვეულები არიან ციროზისგან და ნაღვლ-კენჭოვანი დაავადებებისგან.

კოფეინი ამცირებს ამინოტრანსფერაზებისა და ალიფატური ამინომჟვების პლაზმებს, რომლებიც ჰეპატიტის და ღვიძლის სხვა დაავადებების განვითარებას პროვოცირებს.

2. ყავა და ტვინი
2014 წელს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელშიც მონაწილეობა 73-მა ადამიანმა მიიღო, დამტიცდა, რომ ყავას სასარგებლო გავლენა აქვს ჩვენს ტვინზე.

გარდა ამისა, დადგენილია, რომ დღეში 3 ფინჯანი ყავის მიღებით ალცჰეიმერის დაავადების განვითარების რისკი 65%-ით მცირდება.

3. ყავა და დიაბეტი
მეცნიერების მტკიცებით, დღეში 2-3 ფინჯანი ყავის მირთმევა არაჩვეულებრივი პროფილაქტიკაა მე-2 ტიპის დიაბეტისთვის.

4. ყავა და ნივთიერებათა ცვლის პროცესები
გონივრული დოზით ყავის მიღება აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, რაც თავის მხრივ წონის დაკლებაში გვიწყობს ხელს. გარდა ამისა, კოფეინი არეგულირებს ლეპტინის დონეს. ლეპტინი - ჰორმონი, რომელიც პასუხსმგებელია ცხიმების ენერგიად გარდაქმნაზე.

გისურვებთ ჯანმრთელობას!