თუ გსურთ ავადმყოფობამ არასოდეს შეგაწუხოთ, მაშინ აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ეს მცენარე კერძებში!
არტიშოკს, რომელსაც ქანგარსაც ეძახიან, ბევრი მხოლოდ დეკორატიურლი დანიშნულებით იყენებს ბაღების გასალამაზებლად, ჩვენს ოჯახში კი ამ მცენარეს უნიკალურ მკურნალად მივიჩნევთ. ჩემი ბებია და პაპა დღეგრძელები არიან ( პაპა 94 - ის არის, ბებია - 81 - ის ). ბებოს გარეგნობა ახალგაზრდა ქალებსაც აკვირვებთ. ნაბოლარა შვილი, ბიძაჩემი, მაშინ შეეძინათ , როცა პაპა 70 -ს იყო მიტანებული. ჩვენს ოჯახში ყველა ჯანმრთელია და ამის მიზეზი არტიშოკის კერძებია.
თუ გსურთ, რომ არასოდეს შეგაწუხოთ ღვიძლმა, თირკმელებმა, საშარდე და სასქესო ორგანოებმა, გირჩევთ სალათებში გამოიყენოთ არტიშოკი. გემოთი იგი კაკალს გავს.
ექიმის კომენტარი:
არტიშოკი მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ჩვენში ეს მცენარე ზოგიერთ რეგიონშია გავრცელებული. საკვებში იყენებენ თანაყვავილედის ყვავილსაჯდომისა და მცენარის გარსის შესქელებული ქერცლების ნაწილებს.
არტიშოკი შეიცავს 3 % ცილებს, 10 - 15 % ნახშირწყლებს, C, B1, B2 ვიტამინებს, კაროტინს და ცინარინს.
არტიშოკის ნაზ რბილობს სასიამოვნო გემო აქვს და დიეტურ პროდუქტს წარმოადგენს. ვიტამინებისა და ცინარინის შემცველობის გამო ეს მცენარე კარგია ასაკოვანი ადამიანებისა და ათეროსკლეროზით დაავადებულთათვის. მცენარის ნახარშს იყენებენ ყაბზობისა და ღვიძლის დაავადებების დროს, რადგან ცინარინს აქვს ნაღველმდენი, ანტიჰეპატიტოქსიკური და შარდმდენი თვისებები. არტიშოკს ძველად სამკურნალოდ იყენებდნენ საქართველოშიც. ის ითვლებოდა შარდმდენად და ხელს უწყობდა შესივებულის დაცხრობას, სპობდა ქერტლს, ოფლის სუნს და მკბენარს. იხმარებოდა პირღებინების გამოსაწვევადაც. მის შესახებ ცნობებს ძველ ქართულ კარაბადინებში ვხვდებით.

- ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად კი ყოველ სეზონზე უნდა ჩაიტაროთ პროფილაქტიკური კურსი ამ მცენარის ახალგამოწურული წვენით. არტიშოკი ( ფოთლიან - ფესვიანად ) გაწურეთ წვენსაწურში ან გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და შემდეგ გაწურეთ. სვით 1/3 ჭიქა 2 - 3 - ჯერ დღეში. უმჯობესია, ყოველი მიღების წინ ახალი წვენი გამოწუროთ, რათა დამჟავების პროცესმა დაწყება ვერ მოასწროს. ზამთრისთვის კი შეგიძლიათ არტიშოკის ფესვები გაახმოთ და ნახარში ან ნაყენი მოამზადოთ.
- 1 ჩ/კ დამაცეცებული ფესვი ჩაყარეთ თერმოსში, დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი. 1 საათის შემდეგ გადაწურეთ და სვით დღის განმავლობაში თბილ - თბილი.
ბებო ამბობს, რომ ეს ნაყენი განსაკუთრებით უხდება ასაკოვნებს, რადგან არტიშოკში ორგანიზმის გამაახალგაზრდავებელი ნივთიერებები შედის.