მცენარე, რომელიც ტვინის სისხლმომარაგებას აუმჯობესებს, აქვეითებს "ცუდ" ქოლესტერინს და ამით ადამიანს ათეროსკლეროზს არიდებს.

მცენარე, რომელიც ტვინის სისხლმომარაგებას  აუმჯობესებს, აქვეითებს "ცუდ" ქოლესტერინს  და ამით ადამიანს ათეროსკლეროზს  არიდებს.
იმისათვის, რომ ორგანიზმში "ცუდი" და "კარგი" ქოლესტერინი ნორმალურად იყოს, პერიოდულად უნდა ვჭამოთ არტიშოკი, ანუ ქანგარი. როგორც ვიცი, არტიშოკში შემავალი აქტიური ნივთიერებები ტვინის სისხლმომარაგებას აუმჯობესებს, აქვითებს "ცუდ" ქოლესტერინს და ამით ადამიანს ათეროსკლეროზს არიდებს.
გარდა ამისა, არტიშოკი ტოქსინების მოქმედებისგან იცავს ღვიძლის უჯრედებს, ხელს უწყობს მათ აღდგენას დიდი რაოდენობით წამლების მიღების შემდეგ დაზიანების შემთხვევაში; არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში, ამიტომ ამ მცენარის მიღებას ხალხური მედიცინა ურჩევს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს.

მომზადების და გამოყენების წესი:
არტიშოკის 2 ჩ/კ გამომშრალ ფოთლებს დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი, დადგით თავდახურული 15 - 20 წთ, შემდეგ გადაწურეთ, გემოს გასაუმჯობესებლად ნაყენს დაუმატეთ ცოტა თაფლი. სვით 1/2 - 1/2 ჭიქა ნაყენი 2 - ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ - ით ადრე. ერთი კურსი 20 -დღიანია. რამდენიმე თვის შემდეგ კურსი უნდა გაიმეოროთ.

ზოგიერთი ქვეყნის სამზარეულოში ამ მცენარეს საკვებადაც იყენებენ.
ჩემი მშობლები საკმაოდ ახალაგაზრდა ასაკში გარდაიცვალნენ: დედა - ინფარქტით, მამა - ინსულტით. მას შემდეგ უამრავ ინფორმაციას გავეცანი ამ დაავადებების შესახებ და შევიტყვე, რომ უმთავრესი სისხლში ქოლესტერინის დონის მოწესრიგება ყოფილა. ამიტომ დავიწყე ქოლესტერინის მომწესრიგებელი ბუნებრივი საშუალებების ძებნა. ასე მივაგენი არტიშოკს. ახლა 72 წლის ვარ და თავს საკმაოდ კარგად ვგრძნობ. მცენარის მიღება დიაბეტიან ახლობელსაც ვურჩიე და ისიც ძალიან კმაყოფილი დარჩა - შაქარიც მოუწესრიგდა და ზოგადი მდგომარეობაც გაუმჯობესდა.

ექიმის კომენტარი:
არტიშოკი (იგივე ქანგარი ) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. გავრცელებულია სამხრეთ - აღმოსავლეთ აზიასა და აფრიკაში, ჩვენში კი კულტივირებული სახითაა გამრავლებული.
არტიშოკი შეიცავს 3% ცილებს, 10 -15% ნახშირწყლებს, ასკორბინის მჟავას, B1. B2 ვიტამინებს, კაროტინს და ცინარინს.
მცენარეში ვიტამინებისა და ცინარინის სიუხვის გამო არტიშოკის მიღებას ხალხურ მედიცინაში ურჩევენ ათეროსკლეროზის მქონე ასაკოვან ადამიანებს. ყვავილების ნახარში კი ეფექტიანია ყაბზობისა და ღვიძლის დაავადებების დროს, რადგანაც მცენარეში შემავალ ცინარინს აქვს ნაღველმდენი, ანტიჰეპატოტოქსიკური და შარდმდენი ეფექტი.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილი წიგნი კარაბადინი