თუ ყაბზობით იტანჯებით, მიიღეთ ეს ნაყენი და შედეგიც არ დააყოვნებს!

თუ ყაბზობით იტანჯებით, მიიღეთ ეს ნაყენი და შედეგიც არ დააყოვნებს!
რაც თავი მახსოვს, ყაბზობით ვიტანჯები. მებერება მუცელი, ზოგადად თავსაც ცუდად ვგრძნობ. ბევრი რამ ვცადე, მაგრამ უკეთესი შედეგი ამ რეცეპტმა მომცა:

დაგვჭრიდება:
  • 1 ს/კ დუდგულას ყვავილი
  • 1 ს/კ ხეშავის ნაყოფი

მომზდების და გამოყენების წესი:
თითო ს/კ დიდგულას ყვავილს და ამავე რაოდენობის ხეშავის ნაყოფს დაასხით 2 ჩ/ჭ წყალი, დავდგათ ნელ ცეცხლზე 15 - 20 წთ. გაცივებული და გაწურული ნახარში ორ ულუფად გაყავით და მიიღეთ დილა - საღამოს.
როგორც კი კუჭ - ნაწლავის მდგომარეობა გამიმწვადება, მაშინვე ამ ნაყენს ვამზადებ და შედეგიც არ აყოვნებს. ნაყენის სმა გადაბმულად შეგიძლიათ 10 დღე, მერე აუცილებლად უნდა დაისვენოთ. კურსის გამეორება 1 - 1,5 თვეში შეგიძლიათ.

ექიმის კომენტარი:
დიდგულა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში გვხვდება. მისი ყვავილი შეიცავს გლიკოზიდებს, კოფეინს, ვაშლისა და ძმრის მჟავებს, C ვიტამინს. ნაყოფი კი მდიდარია C და E ვიტამინებით, ეთერზეთებით, შაქრებით, კაროტინით, ამინომჟავებით. ამ მცენარეს საფაღარათო და ოფლმომგვრელი თვისებები აქვს. ნაყოფის ექსტრაქტს აქვს შარდმდენი ეფექტი. ამიტომ მას შეშუპებით მიმდინარე დაავადებების დროს ნიშნავენ.
ხეშავი ხეჭრელისებრთა ოჯახის მცენარეა. აქვს შავი, ბრწყინავი, ბურთისებური ნაყოფი. ყვავის მაის - ივნისში, ნაყოფი კი აგვისტო - სექტემბერში მწიფდება. გავრცელებულია უმთავრესად აღმოსავლეთ საქართველოს ბარის ტყეებში.
ხეშავის ნაყოფი შეიცავს ანტრაგლიკოზიდებს, ამ მცენარის ნაყენსა და ნახარშს უხსოვარი დროიდან იყენებენ ხალხურ მედიცინაში, როგორც ნაზ საფაღარათო საშუალებას.
ხეშავის პრეპარატების მიღებისას ყურადღება უნდა მიექცეს დოზების მკაცრად დაცვას, განსაკუთრებით ბავშვებში, რადგან გაზრდილი დოზა იწვევს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ანთებას, ფაღარათიანობას და პირღებინებას.
ხალხურ მედიცინაში ხეშავის ნაყოფს იყენებენ აგრეთვე წყალმანკის, ნიკრისის ქარის, გასტრიტის, სიყვითლის, ბუასილის დროს.
ყაბზობისას ნაყენის მიღების მაგიერ დასაშვებია მწიფე ნაყოფის ჭამაც - უნდა მიირთვათ 10 - 15 ცალი ხეშავი დილით, უზმოზე.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი