მიიღეთ ეს უებარი საშუალება ბუასილის სამკურნალოდ!

მიიღეთ ეს უებარი საშუალება ბუასილის სამკურნალოდ!
მქონდა სისხლდენა სწრორი ნაწლავიდან . მალე კვანძებიც შევნიშნე - მივხვდი , რომ ბუასილი იყო. ექიმთან მისვლა მომერიდა და გადავწყვიტე, თავად მემკურნალა. მეზობელმა მასწავლა, რომ ასეთ დროს კარგი ყოფილა მარწყვბალახას ნაყენის მიღება.
გთავაზობთ ამ ნაყენის რეცეპტს:

ინგრედიენტები:
  • 1 ს/კ მარწყვბალახა
  • 1 ჩ/ჭ წყალი

მომზადების და გამოყენების წესი:

მარწყვბალახას 1 ს/კ დაქუცმაცებულ ფესვებს დაასხით 1 ჩ/ჭ ანადუღარი წყალი. დაახურეთ ჭურჭელს თავსახური და შედგით მდუღარე წყლის ორთქლზე 15 წუთით. გაწურეთ 2 ფენა დოლბანდში და ანადუღარი წყლით საწყის მოცულობამდე შეავსეთ. მიიღეთ თითო ს/კ დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 30 წთ ადრე.
ასე ვსვი ნაყენი სამი კვირა და საუკეთესო შედეგი მომცა. თანაც ვგრძნობ, რომ ნაღვლის ბუშტზეც ძალიან მომიხდა. წელის ტკივილიც მაწუხებდა და შედარებით უკეთ ვგრძნობ თავს. ასე, რომ ეს ნაყენი უებარი საშუალება გამოდგა.


ექიმის კომენტარი:

მარწყვბალახა ვარდისებრთა ოჯახის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ის 10-40 სმ სიმაღლისა იზრდება, ხარობს ნესტიან ნიადაგზე. შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ფლავონოიდებს, ორგანულ მჟავებს, ფისს, გლიკოზიდებს. აქვს შემომგარსავი, ანთებისა და სისხლდენის საწინააღმდეგო , ბაქტერიოციდული, სუსტი ამოსახველებელი და ნაღველმდენი ეფექტი. გამოიყენება ფაღარათის, გასტრიტის, კოლიტის, ფილტვიდან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ღრძილებიდან და საშვილოსნოდან სისხლდენის, პოდაგრის, რევმატიზმის, ანგინის, კანის დაავადებების, ჰემოროის, კანზე ნახეთქების სამკურნალოდ. უკუცვენებები არ გააჩნია.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი