მცენარე, რომელიც პირველ ადგილზე დგას, ჰიპერტონიული და გულით დაავადებულების სამკურნალოდ!
კუნელს ქართლში - სკუნელს, იმერეთსა და რაჭაში - კუნელას, გურიაში - კურკანტელას უწოდებენ.
სამკურნალო მიზნით ამზადებენ კუნელის ყვავილსა და ნაყოფს. კუნელის ნაყოფს ამზადებენ მისი სრული მომწიფების დროს, ხშირად სექტემბერ - ოქტომბერში. კრეფენ მთელ ფარს, შემდეგ აცილებენ როგორც ნაყოფის ყუნწს, ასევე დაუმწიფებელ და გაფუჭებულ ნაყოფს. აშრობენ მზეზე, თბილ შენობებში, ღუმელში ან საშრობებში თხელ ფენად.
კუნელის ნაყოფში არის შაქარი, ორგანული მჟავები, ფლავონოიდები, ვიტამინი C , კაროტინი, სათრიმლავი ნივთიერებები, ცხიმოვანი ზეთი. ყვავილი შეიცავს ორგანულ მჟავებს, ეთერზეთს, ფოთლები - 230 მგ % - მდე ასკორბინის მჟავას, კაროტინს, ღვინის ქვისა და ლიმონმჟავებს, თესლი შეიცავს ამიგდალინს.
კუნელის პრეპარატებს იყენებენ გულის კუნთის ფუნქციონალური მოშლილობის დროს, ჰიპერტონიული დაავადების, პაროქსიზმული ტახიკარდიის, საერთო ათეროსკლეროზისა და კლიმაქტერული ნევროზის დროს. კუნელის ნაყენი შედის პრეპარატ კარდიოვალენში.
კუნელის ნაყენი ნაკლებად ტოქსიკურია და უკუჩვენებები არ შეიმჩნევა.
გულის დაავადების შემთხვევაში, აგრეთვე გულით გამოწვეული თავბრუსხვევისა და ხუთვის დროს, ნევროზისა და კლიმაქსის დაწყების წინ სასარგებლოა შემდეგი ნაყენის მიღება:

- აიღეთ 3 ს/კ კუნელის ყვავილი, დაასხით 600 მლ ( 3 ჩაის ჭიქა ) მდუღარე წყალი, გააცივეთ და გაწურეთ. მიიღეთ თითო ჭიქა დღეში 3 - ჯერ. ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს სპირტის ნაყენი. კუნელის ახალი ყვავილის წვენს დაუმატეთ 2 წილი სპირტი ( 90 o ) და გააჩერეთ 15 დღე, მიიღეთ დღეში 3 - ჯერ 40 წვეთი.
- აიღეთ 0,5 კგ მწიფე ნაყოფი, გარეცხეთ და დაჩეჩქვეთ ხის ჩაქუჩით, დაასხით 100 მლ ( 1/2 ჩაის ჭიქა ) წყალი, გააცხელეთ 40 o - მდე და დაწნეხეთ წვენის გამოსაწურში. მიიღეთ 1 ს/კ 3 - ჯერ დღეში ჭამის წინ. ეს ნაყენი კეთილმყოფელ გავლენას ახდენს ასაკოვანი ხალხის გულის კუნთის მუშაობაზე, იცავს გულს გადაღლილობისაგან.
- ჰიპერტონული დაავადების, ვეგეტონევროზების, თავბრუსხვევის, ხუთვისა და კლიმაქსის დროს აიღეთ 1 ს/კ კუნელის მშრალი ნაყოფი, დაასხით 200 მლ ( 1 ჩ/ჭ ) მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2 სთ - ის განმავლობაში თბილ ადგილას ( ჰაერღუმელში, ქურაზე ). გაწურეთ, ნაყენი შეინახეთ ბნელ, გრილ ადგილას არაუმეტეს 2 დღე - ღამისა. მიიღეთ 1 - 2 ს/კ 3 - 4 - ჯერ დღეში ჭამის წინ.
- ამავე დაავადების სამკურნალოდ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი სახის ნაყენი. 10 გრ კუნელის მშრალ ნაყოფს დაასხით 100 გრ არაყი ან 40 %- იანი სპირტი და გააჩერეთ 10 დღე, გაფილტრეთ. მიიღეთ ნაყენის 30 წვეთი წყალთან ერთად 3 - ჯერ დღეში ჭამის წინ.
- კუნელის წვენის მისაღებად აიღეთ 1 კგ ნაყოფი, 500 გრ შაქრის ფხვნილი, 1 ლ წყალი. გარეცხილ ნაყოფს დაასხით ცოტა წყალი და ხარშეთ 1 - 2 სთ-ის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე, გახეხეთ საცერში, მიღბულ პიურეს დაუატეთ შაქარი, წყალი, ისევ დაბალ ცეცხლზე, მიიყვანეთ დუღილამდე, გააცივეთ.