ბავშვებისთვის ყველაზე საშიში ოთახის მცენარეები. №3-ზე ვერც კი წარმოვიდგენდი...
ბევრ ჩვენგანს უყვარს ოთახის მცენარეების გახარება, ამგვარად ვქმნით სიმყუდროვეს, თანაც, მცენარეები ასუფთავებენ ჰაერს, მათგან დადებითი ენერგეტიკა მოდის. მაგრამ ერთი შეხედვით უწყინარი მცენარეებიც შეიძლება საშიში იყოს. განსაკუთრებით, თუ ოჯახში პატარა ბავშვებია. სწორედ ისინი არიან ალერგიული რეაქციებისადმი მიდრეკილი ყველაზე ძალიან. გარდა ამისა, ინტერესის გამო შეუძიათ ლამაზი ფოთოლი დაღეჭონ - ამას კი ლეტალური შედეგი შეიძლება მოჰყვეს!
FASEPAPARAZZI მოგითხრობთ ოთახის ყველაზე საშიშ მცენარეებზე.
ოთახის შხამიანი მცენარეები
1. სპარსული ყოჩივარდა
მიიჩნევა, რომ სპარსული ყოჩივარდა სახლიდან შიშებსა და საშინელ სიზმრებს განდევნის. ჩვენთვის ამ მცენარის მაგიურ ძალებზე ცნობილი არ არის, აი შხამიან თვისებებზე კი გაფრთხილებთ.
ხანდახან გვირჩევენ, ჰაიმორიტის დროს ცხვირში ჩავიწვეთოთ ამ მცენარის წყვეთები. ეს ყოვლად დაუშვებელია! გარდა იმისა, რომ ლორწოვან გარსს დავწვავთ, რისკავთ, მიიღოთ მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილი და სუნთქვის პრობლემები. ყველაზე შხამიანი ნაწილები - თესლი და ძირები, რომელთა წვენი იწვევს კანის გაღიზიანებას და ანთებას.
2. ამარილის ბელადონა
ამ მცენარის ბოლქვები ალკალოიდ ლიკორინს შეიცავს. პატარა დოზებში იგი ამოსახველებელი საშუალებაა, დიდ დოზებში კი ღებინებას იწვევს. თუ მცენარე შემთხვევით გადატყდა და წვენი გამოუშვა, უმჯობესია, მყისიერად დაიბანოთ ხელები კარგად და არ შეეხოთ თვალებს.
3. დიფენბახია
მცენარეს შეუძლია ოთახში ჰაერის ქიმიური შემადგენლობა გააუმჯობესოს. მაგრამ ნუ იჩქარებთ მის დადგმას საბავშვო ოთახში. მცენარის წვენი შხამიანია, მას შეუძლია ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს: სასუნთქი ორგანოებისა და საკვების მომნელებელი სისტემის დარღვევა. ასევე გამოიწვიოს დამწვრობა, თუ კანზე მოხვდა.
4. გერანი
ეს მცენარე, რა თქმა უნდა, სასარგებლოა. ერთის მხრივ, გერანი შესანიშნავი ანტისეპტიკია, ეხმარება სტრესისა და დაძაბულობის მოხსნაში. თუმცა, არსებობს ადამიანები, რომლებზეც გერანის სურნელი უარყოფითად მოქმედებს: იწვევს ასთმის ძლიერ შეტევას და ალერგიულ რეაქციას.
გერანი ასევე რეკომენდირებული არ არის ორსულთათვის , პატარებისთვის და ადამიანებისთვის, რომელთა სისსხლში შაქრის დიდი შემცველობა აღინიშნება.
5. კაქტუსი
კაქტუსი შხამიანი არ არის, იგი საშიშია მჩხვლეტავი ნემსების გამო. ამიტომ, უმჯობესია, ბავშვებისგან შორს იქონიოთ. მაგრამ ზოგიერთი კაქტუსი, მაგალითად, ტრიქოცერეუსი, ჰალუცინოგენებს შეიცავს, რომელიც ცენტრალური ნერვული სისტემის დამბლას იწვევს.
6. რძიანა
კაქტუსების მსგავსი რძიანას სახეობები ნამდვილად შხამიანია. რძიანას წვენი იწვევს ღებინებას, დიარეას, თავბრუსხვევას. არადა, ამ მცენარეს ყველაზე ხშირად შეხვდებით სკოლების საკლასო ოთახის რაფებზე.
7. ზოლიანი ალოე
ყველასათვის საყვარელ და სასარგებლო ალოეს ორი შხამიანი ძმა ჰყავს - ზოლიანი ალოე და საშიში ალოე. ამ მცენარეების ყველა ნაწილები საშიშია. მიიჩნევა, რომ ალოეს მრავალი სახეობა სამკურნალო მცენარეა, ამიტომ ხშირად იყენებენ შინაურ პირობებში. უნდა გამორიცხოთ ეს ორი სახეობა, რადგან მათი გამოყენება იწვევს კუჭისა და საშვილოსნოს სისხლდენას. ფეხმძიმეებში კი მუცლის მოშლას.
8. ჰორტენზია
ამ მცენარის ყველა ნაწილი შხამს შეიცავს. თუ ორგანიზმში შემთხვევით მისი წვენი მოხვდა, ეს გააუარესებს სისხლის ცირკულაციას, გამოიწვევს ოფლიანობას, კუჭის ტკივილს, ქავილს, ღებინებას და სისუსტეს.
9. ცვალებადი აგლაონემა
ამ მცენარის წვენი და ნაყოფი შხამიანია. წვენი იწვევს შეშუპებას და პირის ღრუსა და ყელის არეში მტკივნეულ შეგრძნებებს. თვალებთან კონტაქტი კი - კონიუქტივიტს.