მცენარეები სახლში - 8 სარგებელი ჯანმრთელობისთვის

მცენარეები სახლში - 8 სარგებელი ჯანმრთელობისთვის
როგორც აღმოჩნდა, ლამაზ ქოთანში დარგული სხვადასხვა მცენარე არამხოლოდ თვალს ახარებს, არამედ მთლიანად თქვენს ჯანმრთელობაზე და ორგანიზმის მდგომარეობაზე ახდენს სასიკეთო გავლენას.
წარმოგიდგენთ იმ 8 მიზეზს, რის გამოც სახლის მცენარეები უნდა გაახაროთ:

  1. ისინი მეტ ჟანგბადს წარმოქნიან

    მცენარეები სახლში - 8 სარგებელი ჯანმრთელობისთვის

    მცენარეები ხომ მათ გარშემო სივრცეს ჟანგბადით ავსებენ! ისინი, ადამიანებისგან განსხვავებით, შთანთქავენ ნახშირორჟანგს და გამოყოფენ ჟანგბადს. ასე რომ, ადამიანების და მცენარეების თანაცხოვრება ორმხრივად მომგებიანია!

  2. ისინი ფოკუსირებაში გეხმარებიან



    თუკი ამჩნევთ, რომ სამუშაო დღის ნახევრის გასვლის შემდეგ კონცენტრაცია გიჭირთ, სამუშაო მაგიდაზე მცენარის შემომატება არ გაწყენდათ. სხვადასხვა გამოკვლევების თანახმად, მცენარეები ენერგიის შევსებაში გვეხმარებიან.

  3. ისინი ავადმყოფობას აფერხებენ



    თუკი ზამთარში ხშირად გაწუხებთ სურდო და გაციება, აუცილებად დაასახლეთ თქვენს სახლში მცენარეები. ისინი ბუნებრივად აკონტროლებენ ტენის რაოდენობას ჰაერში და დაგეხმარებიან ისეთი უსიამოვნო სიმპტომებას შემთხვევაში, როგორიცაა ყელის ტკივილი, გაჭედილი ცხვირი და ხველა.

  4. მათ ბედნიერება მოაქვთ



    დღევანდელი გადატვირთული ცხოვრების რიტმის გამო ადამიანი ძალიან მოწყვეტილია ბუნებას.
    ასეთ დროს, ჩვენს გონებაში ჩაბეჭდილი მოთხოვნილება სიმწვანის მიმართ შეიძლება დააკმაყოფილოს ოთახის მცენარემ და შედეგად მომენტალურად აგვიმაღლდეს განწყობა.

  5. მცენარეები არეგულირებენ არტერიულ წნევას



    თუკი მაღალი არტერიული წნევა გაწუხებთ, ჯანსაღ დიეტას და ვარჯიშებს ოთახის მცენარეებიც წაახმარეთ.
    კანზასის უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული კვლევის თანახმად, ოპერაციის შემდგომ იმ პაციენტებს, ვის ოთახებშიც მცენარეები იდგა, წნევა დანარჩენებზე დაბალი ჰქონდათ.
    მცენარეები გონებას მოდუნებაში ეხმარება, რაც თავის მხრივ სისხლძარღვებსაც აშვიდებს.

  6. ისინი ატენიანებენ ჰაერს



    როგორც აღვნიშნეთ, მცენარეები ჰაერის ბუნებრივი დამატენიანებლებია.
    ისინი შთანთქავენ ტენს და შემდეგ მას უწვრილეს წვეთებად გამოყოფენ ჰაერში.
    ეს თვისება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც ქრონიკული ხველა ან ფილტვების პრობლემები აწუხებს. მცენარეები მათ შვებას აგრძნობინებს.

  7. ისინი აუმჯობესებენ ძილს



    თუ ლოგინის გვერდით ოთახის მცენარეს მოათავსებთ, თქვენი ღამის ძილი ნამდვილად გაუმჯობესდება. ყველა მცენარე გამოყოფს ჟანგბადს, რაც გეხმარებათ ღრმა ძილს მისცეთ თავი.

  8. ისინი სწრაფ გამოჯანმრთელებას უწყობენ ხელს



    თუკი გაციებული ხართ ან სხვა რაიმე მსუბუქი ავადმყოფობა გაწუხებთ, გამოკეთების საუკეთესო საშუალება დასვენება და განტვირთვაა.
    ამ პროცესის ნაწილი შეიძლება იყოს მცენარეებიც, მათი დანახვა ავადმყოფის გონებაში რეფოკუსირებას იწვევს და გამოჯანმრთელების სტადიაზე გადაჰყავს.
    მცენარეები არამხოლოდ დაბლა სწევენ არტერიულ წნევას, ისინი ადამიანს უფრო ტკივილმედეგს ხდიან.

  9. მცენარეები ჰაერის გაწმენდაში გვეხმარებიან



    ნახშირორჟანგის შთანთქმითა და ჟანგბადის გამოყოფით მცენარეები ჰაერს ასუფთავებენ სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებისგან. სხვადასხვა მცენარეს სხვადასხვა მავნე ნივთიერების განეიტრალება შეუძლია.