დაასხით ბანანის კანს წყალი და დატოვეთ მთელი ღამით. ეს აღმოჩენა გულგრილს არავის დატოვებს!

დაასხით ბანანის კანს წყალი და დატოვეთ მთელი ღამით. ეს აღმოჩენა გულგრილს არავის დატოვებს!
ოთახის მცენარეები ჩვენს სახლში განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის. არ მეგულება დიასახლისი, რომელსაც მცენარეების მოვლა არ უყვარს. სამწუხაროდ, არსებობს შემთხვევები, როდესაც ჩვენი საყვარელი მცენარეები განსაკუთრებულ მოვლასა და ყურადღებას საჭიროებს.

თუ თქვენს ქოთნის მცენარეს გახმობის ნიშნები ეტყობა, მის გადასარჩენად მიმართეთ ძალიან მარტივ ხრიკს, რომელსაც დღეს ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ. ბანანი - უამრავი ადამიანისთვის საყვარელი ეს ტროპიკული ხილი წარმოადგენს მინერალური ნივთიერებების უდიდეს ბუნებრივ წყაროს, რომლებიც სტიმულირებს მცენარეების ზრდისა და ფესვთა სისტემის განვითარების პროცესს.

სასუქი ბანანის რბილობისგან
  1. შეიძინეთ ძალიან მწიფე ბანანი, გაასუფთავეთ ის კანისგან და დასრისეთ რბილობი ჩანგლის გამოყენებით.

  2. მიღებულ ფაფისებრ მასაში ჩაამატეთ ნახევარი ჭიქა (100 მლ) წყალი და კარგად გადაურიეთ. ჩაასხით ნარევი მცენარის ნიადაგში, რომელიც გახმობის პირას იმყოფება და თქვენი დახმარება სჭირდება.

სასუქი ბანანის ქერქისგან

  1. 1 ბანანის ქერქი მოათავსეთ ქილაში და დაასხით მას 500 მილილიტრი წყალი. დატოვეთ ნარევი მთელი ღამით.

  2. გახსენით ბანანის ნაყენი სუფთა წყალში (თანაფარდობა 1:5). არაჩვეულებრივი სასუქი თქვენი ქოთნის მცენარებისთვის მზად არის!

  3. მორწყეთ ამ ნარევით თქვენი ქოთნის მცენარეები რეგულარულად.

გახსოვდეთ, ბანანის სასუქი გამოდგება ოთახის თითოეული მცენარისთვის, თუმცა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ მცენარეების ინდივიდუალური მოთხოვნილება ტენის მიმართ. არ დაგავიწყდეთ ამ ღირებული ინფორმაციის გაზიარება დაქალებისთვის!