როგორ დავამზადოთ უნიკალური მკურნალი, ქაცვის ზეთი !

როგორ დავამზადოთ უნიკალური მკურნალი, ქაცვის ზეთი !
ქაცვს საუკეთესო სამკურნალო თვისებები აქვს. განსაკუთრებით ეფექტიანია ქაცვის ზეთი. ქაცვის ზეთი აჩქარებს ჭრილობებისა და წყლულების შეხორცებას, გარდა ამისა, მას აქვს ანტიბაქტერიული თვისებები - აფერხებს არაერთი ბაქტერიის ზრდას. ქაცვის ზეთიან სანთლებს იყენებენ პროქტოლოგიაში ეროზიულ - წყლულოვანი პროქტიტების, ჰემოროის სამკურნალოდ.

ქაცვის ნაყენის მომზადება:
დაგჭირდებათ:
  • 15 გრ ქაცვი
  • 1 კგ შაქარი

მომზადების წესი:
გავატაროთ 15 გრ ქაცვი საკეპ მანქანაში 2 - ჯერ, დავამატოთ 1 კგ შაქრის ფხვნილი. დოლბანდით შევუკრათ თავი.
მიღების წესი:
დღეში სამჯერ, 50 გრ წვენი მივიღოთ.
შედეგი: უხდება კუჭ - ნაწლავს, ღვიძლს, ბუასილს და რევამტიულ დაავადებას.

ქაცვის ზეთის მომზადება:
ქაცვი გავრეცხოთ და გავატაროთ საკეპ მანქანაში 2 - ჯერ. ჩავყაროთ 3 კილოიან ქილაში, ქილა არ გავავსოთ.
მე - 4 - მე- 5 დღეს მოიყენებს ზეთს. რაც უფრო მეტხანს დავდგამთ მზეზე, მით უფრო მეტ ზეთს გამოუშვებს. ქაცვი ზეთს მოიყენებს. გავწურავთ დოლბანდში. ჩავასხამთ ბოთლებში და მაცივარში შევინახავთ.
მიღების წესი:
1 ს/კ დღეში 3 - ჯერ ჭამის წინ 15 წუთით ადრე. ქაცვის ზეთი იხმარება ეროზიის საწინააღმდეგო ტამპონების საშუალებით.
სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური