უნიკალური სამკურნალო ზეთი, რომელიც შორეული წარსულიდანაა ცნობილი.
ქაცვის ზეთი უნიკალური სამკურნალო ზეთია და შორეული წარსულიდანაა ცნობილი. ის წარმატებით გამოიყენება როგორც ხალხურ, ასევე ოფიციალურ მედიცინაში მთელი რიგი დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის. შეიცავს კაროტინოიდებს, E, F, A, K, D ვიტამინებს და ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს. გამოიყენება როგორც ბეტა - კაროტონის წყარო.
საუკეთესო საშუალებაა:
საუკეთესო საშუალებაა:
- საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსის ანთების დროს ( გამოიყენება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების კომპლექსური თერაპიის დროს);
- გინეკოლოგიური დაავადებების: საშვილოსნოს ყელის, ვაგინიტების, ენდოცერვიციტების მკურნალობაში;
- დამწვრობების, კანის სხივური და წყლულოვანი დაზიანებების, ნაწოლების, კუჭის წყლულის, საყლაპავის სხივური კიბოს დროს.
- ზედა სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების: ფარინგიტების, ლარინგიტების, ჰაიმორიტების შემთხვევებში;
- თვალის რქოვანას წყლულისას;
- სწორი ნაწლავის პათოლოგიური პროცესების დროს;
- ათეროსკლეროზისას;
- ნეიროდერმიტებისა და მუნის დროს;
- წყლულებისა და კანის სხვა დაზიანებების დროს. გარდა იმისა, რომ მაღალი შემახორცებელი თვისებები აქვს, ნაიარევებზე კვალსაც კი არ ტოვებს;
- კარგია მზით და რადიაციული დამწვრობის შემდეგ კანის საფარის აღდგენისთვის, კანის ფორმირების დაჩქარებისთვის;
- შესანიშნავი საშუალებაა ნაოჭების, პიგმენტური ლაქების და ჭორფლის, სახეზე გამონაყარის, დერმატიტების და დამსკდარი კანის სამკურნალოდ;
- აუმჯობესებს მხედველობას;
- ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას.