კუჭის წყლულის სამკურნალოდ ამაზე უკეთესი საშუალება არ მეგულება!
ქაცვს საუკეთესო სამკურნალო თვისებები გააჩნია. განსაკუთრებით ეფექტიანია ქაცვის ზეთი. მე პირადად კუჭის წყლულის სამკურნალოდ უკეთესი საშუალება არ მეგულება. თორმეტი წლის წინ ქაცვის ზეთით მოვირჩინე კუჭის წყლული და მას შემდეგ დაავადებას თავი აღარ შეუხსენებია. სამკურნალოდ გამოიყენება ქაცვის ტოტების ქერქი და თესლიც.
ორგანიზმში ყველანაირი დეფიციტს შეავსებს დღეში ერთი ჭიქა ქაცვის წვენი, რომელიც მისი ნაყოფისგან იწურება.
ქაცვისგან ვამზადებ ჟელეს, რომელსაც მთელი ზამთარი ვიყენებ: გარეცხილი კარგად გამშრალი ქაცვი გაწურეთ წვენსაწურში. წვენს დაუმატეთ იმავე რაოდენობის შაქარი. ნარევი უნდა შეათბოთ ცეცხლზე 40 გრადუსამდე (მეტი არ შეიძლება) და განუწყვეტლივ ურიოთ, ვიდრე შაქარი არ გაიხსნება. შემდეგ ცხელი ნარევი ჩაასხით გასტერილებულ ქილებში. ამგვარად მომზადებული ჟელე კარგად ინახება და თანაც ვიტამინებს ინარჩუნებს. მას იყენებენ ორგანიზმის დასუსტებისას, იმუნიტეტის დაქვეითებისას, ნებისმიერი დაავადებისას, ალერგიის გარდა.
ქაცვის ზეთი აფთიაქებში იყიდება. თითო ჩაის კოვზი მიიღეთ ყოველ დილით, უზმოზე, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ეს სასარგებლოა ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ხანგრძლივი სიცოცხლისთვის.
ექიმის კომენტარი:
ქაცვის ზეთი აჩქარებს ჭრილობებისა და წყლულების შეხორცებას. გარდა ამისა, მას აქვს ანტიბაქტერიული თვისებები - აფერხებს არაერთი ბაქტერიების გამრავლებას. ქაცვის ზეთი აქვეითებს კუჭის წვენის სეკრეციას, აწესრიგებს ცხიმოვან ცვლას ღვიძლში, აჩერებს ათეროსკლეროზული პროცესის პროგრესირებას, მდიდარია E, B1, B2, B6 და P ვიტამინებით, ორგანული მჟავებით, ფოსფოლიპიდებით, მცენარეული სტეარინით.
ქაცვის ზეთს იყენებენ გინეკოლოგიაში ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ. საშუალება ეფექტიანია აგრეთვე დამწვრობის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი პათოლოგიის დროსაც.
ქაცვისზეთიან სანთლებს იყენებენ პროქტოლოგიაში ეროზიულ - წყლულოვანი პროქტიტების, ჰემოროის სამკურნალოდ.
ქაცვის ზეთი აგრეთვე გამოიყენება ჰაიმორიტის, ქრონიკული ტონზილიტის მკურნალობისას.