2 მთავარი მიზეზი! რატომ ვერ იტანს ადამიანი ზოგიერთ საჭმელს!

ზოგიერთი ადამიანი ვერ იტანს მარწყვს, ზოგი რძეს, ზოგი თევზს ან მსუქან ხორცს. ეს სხვადასხვა მიზეზით აიხსნება. ძირითადად კი ორი მიზეზი განაპირობებს - ფერმენტოპათია და ალერგია. ფერმენტოპათია ანუ ენზიმოპათია არის ორგანიზმში, კერძოდ კუჭ - ნაწლავში , რომელიმე ფერმენტის ანუ ენზიმის დეფექტი - სისუსტე ან სრული არარსებობა. ეს დეფექტი შეიძლება იყოს თანდაყოლილი ხასიათის, ზოგჯერ კი იგი შეძენილია რაიმე დაავადების - გასტრიტის ან ენტეროკოლიტის შედეგად. ფერმენტული დეფექტის გამო არ ხდება გარკვეული ნივთიერების, მაგალითად რომელიმე შაქრის, ცილოვანი ნივთიერების მონელება, ეს ნივთიერება იხრწნება, აღიზიანებს კუჭ - ნაწლავს და აღმოცენდება ავადმყოფური მოვლენები შეწოვის დაქვეითებითა და ფაღარათობით.
განვიხილოთ ფერმენტოპათიის რამდენიმე კონკრეტული მაგალითი.
ფერმენტ ლაქტაზას უკმარისობა. ადამიანი ფერმენტული დეფექტის გამო ვერ გადაამუშავებს რძის შაქარს - ლაქტოზას, ამიტომ მის ნაწლავებში იწყება რძის შაქრის ბაქტერიული დუღილი. ეს კი იწვევს მუცლის ბერვას და ფაღარათობას. რძის მჟავე პროდუქტებში ლაქტოზა დაშლილია; ამიტომაა, რომ ადამიანი უმტკივნეულოდ იტანს მაწონს, კეფირს, არაჟანს. ეს დეფექტი ჩვეულებრივ თავს იჩენს მოზრდილებში და ასაკთან ერთად ღრმავდება.
ფრუქტაზას უკმარისობა. ადამიანს აკლია ფერმენტი ფრუქტაზა და ამიტომ მის ნაწლავებში დარღვეულია ხილის და შაქრის - ფრუქტოზას მონელება. ასეთი ადამიანი ვერ იტანს ხილს და ბავშვობიდანვე ერიდება მას.
საკვებ პროდუქტთა აუტანლობის მეორე სახეა ალერგია. ამ შემთხვევაში ორგანიზმის უარყოფითი განწყობა ამა თუ იმ პროდუქტის მიმართ გამომუშავდება თანდათანობით, გარკვეული კერძის მრავალგზის მიღების შემდეგ. წინათ უვნებელი პროდუქტი შემდგომში იწვევს მთელ რიგ ავადმყოფურ მოვლენებს: მუცლის ბერვას, გულის რევას, პირღებინებას, ფაღარათობას. ზოგს უჩნდება ჭინჭარა ან სხვა სახის გამონაყარი კანსა და ლორწოვან გარსზე, უსივდება ტუჩები, ცხვირი, პირისახე, თითები. არის შემთხვევები, რომ საკვები იწვევს ბრონქული ასთმის შეტევას. ალერგიის გამომწვევი პროდუქტების სია მეტად გრძელია: მარწყვი, ხენდრო, კვერცხი, შოკოლადი, ყავა, ხორცი ( უმეტესად ღორის ), თევზი, ნიგოზი, წიწაკა და პილპილი, სასმელები ( განსაკუთრებით წითელი ღვინო ) და სხვა. ერთი და იგივე ადამიანს შეიძლება გამოუმუშავდეს ალერგიული განწყობა რამდენიმე სხვადასხვა პროდუქტის მიმართ.