რძე, მისი გამოყენება და მნიშვნელოვანი თვისებები...
რძე ნაწილობრივ ანეიტრალებს ადამიანზე რადიაციის და ტოქსიკური ნივთიერებების მოქმედებას. რძე აგროვებს და გამოჰყავს ზოგიერთი მცენარეული წარმოშობის შხამი. შუა საუკუნეებში რძე კარგ შხამსაწინააღმდეგო ითვლებოდა.
რძე შეიცავს დიდი რაოდენობით პროტეინებს - ცხოველური წარმოშობის ცილებს, ისინი კი აუცილებელია ორგანიზმში მიმდინარე ბალანსის და ცვლის პროცესებისთვის, ასევე, კუნთების ტონუსისთვის. რძე მდიდარია ჯგუფის ვიტამინებით, კალიუმით, თუთიით, ნატრიუმით, ფოსფორით, რის გამოც ითვლება ძალიან ძლიერ საშუალებად ავიტამინოზის და სხვა სასარგებლო ნივთიერებების ნაკლებობის დროს.
რძე შეიცავს დიდი რაოდენობით პროტეინებს - ცხოველური წარმოშობის ცილებს, ისინი კი აუცილებელია ორგანიზმში მიმდინარე ბალანსის და ცვლის პროცესებისთვის, ასევე, კუნთების ტონუსისთვის. რძე მდიდარია ჯგუფის ვიტამინებით, კალიუმით, თუთიით, ნატრიუმით, ფოსფორით, რის გამოც ითვლება ძალიან ძლიერ საშუალებად ავიტამინოზის და სხვა სასარგებლო ნივთიერებების ნაკლებობის დროს.
- რძეში კალციუმის დიდი რაოდენობის გამო მას იყენებენ კბილების აღსადგენად და გასამაგრელბლად.
- რძე შეიცავს პრაქტიკულად ყველა ნივთიერებას, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის.
- რძის გადასამუშავებლად ორგანიზმს კუჭის წვენის მცირე რაოდენობა სჭირდება. უმადობის დროს რძე იწვევს კუჭის წვენის გამომუშავებას, ამიტომ ის შეიძლება ჩაითვალოს კუჭის მუშაობის მომწესრიგებელ საშუალებად.
- ზოგიერთი ადამიანისთვის რძე ალერგენია. ეს უნდა იცოდეთ თუ გაქვთ რძის შაქრის - ლაქტოზას - აუტანლობა.
- რძე ხსნის ტკივილს გასტრიტის და მომატებული მჟავიანობით მიმდინარე წყლულოვანი დაავადების დროს.
- დაბალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის დროს რძეზე უარი უნდა თქვათ.
- რძე კარგად მოქმედებს იმ ადამიანის ორგანიზმზე, ვისაც აქვს დაავადებული თირკმლები და გული. ის აწესრიგებს წყლის ბალანსს.
- თბილ რძეს გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი თვისება ღვიძლის, თირკმელების და ნაღვლის ბუშტის ანთების დროს.
- რძე მსუბუქი საფაღარათო საშუალებაა. ნაწლავების მოშლილობის და დიარეის დროს მისი მიღება არ შეიძლება.
- რძეზე უარი უნდა თქვათ, თუ გაქვთ შინაგანი ორგანოების სიმსივნური დაავადებები.
- კანზე რძე მოქმედებს როგორც გამათეთრებელი საშუალება. რძით იწმენდენ სახეს. ასევე, სასარგებლოა რძის აბაზანების მიღება და რძის გადავლება. რძე კურნავს კანის აქერცვლას. ცხიმიანი რძის და ნაღების ნიღბები ხელს უწყობენ კანის სიმკვრივის აღდგენას და ებრძვიან ნაოჭებს.
- თხის რძე - ძლიერი ბაქტერიციდული საშუალებაა, აწესრიგებს იმუნიტეტს. ფილტვის დაავადებების და ტუბერკულოზის დროს ის შეუცვლელია, ისევე როგორც ბრონქული ასთმის დროს.
- არსებობენ ადამიანები რომელთა ორგანიზმი რძეს ვერ ითვისებს, მაგრამ მათი რაოდენობა მხოლოდ 8 - 10 % - ია. ისინი ცუდად იტანენ რძის სხვა პროდუქტებსაც. ამ ადამიანებს არ გამოუმუშავდებათ კუჭის ფერმენტი ლაქტოზა, სწორედ ის შლის რძეს საჭმლის მონელების პროცესში.