ბუნების ეს სასწაულებრივი წამალი ოჯახის ყველა წევრმა აუცილებლად უნდა მიიღონ!
ავიტამინოზი - ავადმყოფობაა, რომელიც გამოწვეულია საკვებში სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი ნივთიერებების ( ვიტამინების ) უკმარისობით. ვითარდება ხანგრძლივი დროის მანძილზე ვიტამინებით ღარიბი საკვების მიღების შედეგად. შეიძლება გამოიწვიოს აგრეთვე ნაწლავებში მონელება - შეწოვის პროცესების დარღვევამ ამ ნივთიერებათა ცვლის მოშლამ. შედარებით ხშირია ავიტამინოზის სუსტად გამოხატული ფორმა - ჰიპოავიტამინოზი და რამდენიმე ვიტამინის ერთდროული უკმარისობა - პოლიავიტამინოზი.
ზოგჯერ ავიტამინოზის მიზეზი გახლავთ არა საკვებში ვიტამინების ნაკლებობა, არამედ მათ მიმართ ორგანიზმის გაზრდილი მოთხოვნილება, ჰაერის დაბალი ან მაღალი ტემპერატურა, ფიზიკური გადატვირთვა, ნერვული და ფსიქიკური აშლილობა, ჟანგბადის ნაკლებობა , ფეხმძიმობა და ბავშვისათვის ძუძუს წოვება, ვიტამინების შეთვისების დარღვევა კუჭ - ნაწლავის ტრაქტში ან საკვების მოუნელებლობა, მაგალითად ფაღარათის დროს და სხვა.
ორგანიზმში ვიტამინების უკმარისობის ნიშნებს წარმოადგენს: საერთო სისუსტე და შეუძლოდ ყოფნა, დაქვეითებული მდგრადობა ინფექციური დაავადებებისადმი, ღრძილებიდან სისხლდენა, რომლებიც შეშუპებას იწყებენ და იღებენ ნაცრისფერ შეფერილობას. უფრო მაღალი ხარისხის ავიტამინოზის დროს კანზე, მუხლქვეშა ღრმულებსა და წვივ-ფეხის კუნთებზე სისხლნაჟღენთები წარმოიქმნება. ავიტამინოზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის რეკომენდებულია საკვებში ვიტამინებით მდიდარი პროდუქტების გამოყენება და ვიტამინების პრეპარატები.
გთავაზობთ ავიტამინოზის სამკურნალო სიროფს ფიჭვის კვირტებისაგან.
მაისის თვეში ისინი 3 – 5 სმ იზრდებიან, მაგრამ ჯერ სიმკვრივე აკლიათ. შეაგროვეთ ეს კვირტები, გარეცხეთ ცივ წყალში, გააშრეთ და გაატარეთ ხორცსაკეპში. სტერილიზებულ სამლიტრიანი ქილის 1/3 შეავსეთ მომზადებული ნედლეულით, დაასხით ცხელი სიროფი წყლისა და შაქრის შეფარდებით 1:2. შემდეგ ქილა მოხუფეთ მეტალის სახურავით და გადმოტრიალებული დადგით. სასწაულებრივი წამალი მზადაა! მას გააჩნია აგრეთვე ნაღველმდენი , ამოსახველები, შარდმდენი ქმედება.
გაცივების, ხველების, ბროქიტის დროს უნდა მიიღოთ შემთბარ მდგომარეობაში თითო ს/კ-ით 3-ჯერ დღეში. სხვა დაავადებებისას სიროფს სვამენ დღეში 1 -2 ჭიქას საჭმლის მიღებამდე ნახევარი საათით ადრე. ხოლო პროფილაქტიკის მიზნით გირჩევთ მიიღოთ ბუნების ეს წამალი ოჯახის ყველა წევრმა თითო ჩ/კ დილას და საღამოს.