დაბალი სექსუალური ლტოლვა - რა შეიძლება გახდეს ამის მიზეზი?

დაბალი სექსუალური ლტოლვა - რა შეიძლება გახდეს ამის მიზეზი?
აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ ხანდახან ინტიმის ხასიათზე არ ვიყოთ, მაგრამ რა უნდა ვქნათ, თუ ეს მუდმივად ხდება?
დაბალი სექსუალური ლტოლვა ნიშნავს დაბალ ინტერესს ნებისმიერი სახის სექსუალური აქტივობებისა თუ ფიქრებისადმი.
თუკი თქვენ მუდმივად დაქვეითებული გაქვთ ლტოლვა, არ გეგონოთ, რომ რამე განსაკუთრებული პრობლემა გაქვთ - ეს ძალიან ნორმალური და ფართოდ გავრცელებული რამაა!

ასაკობრივი ჰორმონალური დისბალანსი, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებიან რაიმე სახის დეფიციტი ხშირად ხდება ამ პრობლემის სათავე.
აუცილებელი არაა, ეს მიზეზები ფიზიკური იყოს. უამრავი ფსიქოლოგიური და ემოციური ფაქტორი შეიძელბა გახდეს სურვილის დაქვეითების მიზეზი.

თუმცა ეს პროცესი შეუქცევადი არ არის, მთავარია, გავიგოთ, რა არის ამის მიზეზი, შემდეგ კი მათი გადაწყვეტის გზებსაც ვიპოვით.
გთავაზობთ ლტოლვის დაქვეითების ყველაზე გავრცელებულ მიზეზებს:

  1. მენოპაუზა

    დაბალი სექსუალური ლტოლვა - რა შეიძლება გახდეს ამის მიზეზი?

    მენოპაუზა ის პერიოდია, როდესაც თქვენი საკვერცხეები კვერცხუჯრედების გამოყოფას წყვეტს და ციკლიც წყდება.
    ის ასევე ესტროგენის დონის ვარდნის მანიშნებელია, რაც არც ისე სასიამოვნო სიმპტომებით გამოიხატება (ცხელი ტალღები, ღამით ოფლიანობა, ვაგინალური სიმშრალე).
    მენოპაუზამ შეიძლეა ლტოლვის დაქვეითებაც გამოიწვიოს, რაც დაბერების ერთ-ერთი ჩვეულებრივი სიმპტომია.

  2. შფოთვა ან დეპრესია



    დეპრესია უარყოფითად აისახება თქვენი ცხოვრების ყველა ასპექტზე, მათ შორის სექსუალურ ურთიერთობებზეც.
    თქვენს ტვინში ქიმიური დისბალანსის ფონზე დეპრესია ვითარდება და ინტიმურობის სურვილს ძალიან აქვეითებს.
    ლტოლვაზე შეიძლება იმოქმედოს დეპრესიის სამკურნალო სხვადასხვა მედიკამენტმაც.
    მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ მედიკამენტების მიღება უნდა შეწყვიტოთ - სრულფასოვანი თერაპია საბოლოო ჯამში ამ პრობლემასაც აგვარებს.

  3. გარეშე ძალების გავლენები



    გარეშე ძალების გავლენამ შეიძლება სრულიად გამოგვაცალოს ენერგია.
    ოჯახურმა დრამამ ან ცუდმა ინფორმაციამ შეიძლება თქვენს ცხოვრებისეულ ხედვებზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს, მეტიც, დეპრესიისთვის დამახასიათებელი სიმტომებიც კი გამოიწვიოს.
    თუკი ხვდებით, რა ახედენს თქვენზე ასეთ ცუდ ზეგავლენას ყოველდღიურ ცხოვრებაში, დაფიქრდით იმაზე, რა გაბედნიერებთ, რომ ბალანსი აღადგინოთ.

  4. ტესტოსტერონის დაბალი დონე


    ტესტოსტერონი მხოლოდ მამაკაცებში არ
    გვხვდება, ეს ჰორმონი ქალებსაც აქვთ და ძალიან მნიშვნელოვანია მათი ჯანმრთელობისა და ჰორმონალური ბალანსის შენარჩუნებისთვის.
    ესტროგენის მსგავსად, ტესტოსტერონის დაბალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობის შეგრძნება, ხასიათის ცვალებადობა, სექსუალური ლტოლვის შენელება.
    მაგრამ ეს ბალანსი მარტივად აღდგება სამედიცინო ჩარევით, ასე რომ დაურეკეთ თქვენს ექიმს და სიმტპომებზე უამბეთ.

  5. ზოგიერთი მედიკამენტი



    როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები, ისევე როგორც ზოგიერთი სხვა მედიკამენტი, უარყოფით გავლენას ახდენს სექსუალური ლტოლვის დონეზე.
    ცნობილია, რომ კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატები, ასევე სინთეკური ნარკოტიკული საშუალებები, ასევე ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები თქვენს ჰორმონებს ხშირად თავდაყირა აყენებს.
    თუმცა, ისევ ვიმეორებთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მკურნალობის აუცილებელი კურსი უნდა შეწყვიტოთ სექსუალური ლტოლვის დაბრუნების მიზნით.
    ფსიქოლოგიური დახმარებისა და ცხოვრების სტილის შეცვლით შესაძლებელია პრობლემა ჰორმონების არევის გარეშეც მოაგვაროთ.

  6. ენდომეტრიოზი



    ენდომეტრიოზი ეწოდება მოვლენას, რომლის დროსაც ენდომეტრიული, ანუ ქსოვილი, რომელიც თქვენი საშვილოსნოს შიდა მხარეს ეკვრის, გარეთ იწყებს ზრდას.
    ამან შეიძლება ბევრი უსიამოვნო სიმპტომი გამოიწვიოს, მაგალითად მტკივნეული მენსტრუაცია, სისხლდენა, ტკივილი სექსის დროს - რაც თავისთავად ანელებს სურვილს და ინტერესს ინტიმისადმი.
    თუმცა ენდომეტრიოზის სამკურნალოდ ან თუნდაც მხოლოდ სიმპტომების შესამსუბუქებლად სხვადასხვა პროცედურა არსებობს.

  7. ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები



    კიდევ ერთი მიზეზი ფარისებრი ჯირკვალია, პეპლის ფორმის ქსოვილი თქვენს ყელთან, რომელიც ჰორმონებს წარმოქმნის.
    მისი დონე შეიძლება იყოს ნორმალური, ან ძალიან მაღალი ან დაბალი. თითოეულ დონეს თავისი სიმპტომები აქვს, მაგრამ დაბალმა მაჩვენებელმა შეიძლება ლიბიდოზე უარყოფითად იმოქმედოს.
    საბედნიეროდ, ამის დადგენა ძალიან მარტივად შეიძლება სისხლის ანალიზის საშუალებით და მისი სამკურნალო საშუალებებიც ხელმისაწვდომია.

  8. კომუნიკაციის პრობლემები



    ინტიმურ ცხოვრებაში პრობლემებს ხშირად საფუძვლად ფიზიკური და ფსიქოლოგიური შეუთავსებლობა უდევს, მაგრამ როდესაც სექსზე ვსაუბრობთ, არანაკლებ მნიშვნელოვანია თქვენი ემოციური მდგომარეობაც.
    შეიძლება თქვენი ორგანიზმის აბსოლუტურად სრულფასოვნად ფუნქციონირებდეს, მაგრამ თუკი თქვენ პარტნიორთან კომუნიკაციის პრობლემები გაქვთ, ეს დადებითად არ აისახება სექსუალურ ლტოლვაზე.
    იყავით გახსნილი და გულწრფელი პარტნიორთან, გაანდეთ მას, რაზე დარდობთ და რით შეიძლება დაგეხმაროთ - შეგიძლიათ ფსიქოლოგსაც მიმართოთ დახმარებისთვის!

  9. ანემია



    ანემია, რაც სისხლში წითელი უჯრედების ნაკლებობას ნიშნავს, შეიძლება ენერგიის უქონლობის მიზეზი გახდეს.
    ეს ლეთარგიული მდგომარეობა გავლენას ახდებს თქვენს ურთიერთობაზე გარშემომყოფებთან, მათ შორის პარტნიორთანაც.
    წადით კონსულტაციაზე ექიმთან, გაიკეთეთ ანალიზები და დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში, ჩართეთ რკინის შემცველი პროდუქტები თქვენს რაციონში.

    რა უნდა ვქნათ, თუკი სექსუალური ლტოლვა დაგვიქვეითდა?

    აუცილებლად მიმართეთ დასახმარებლად პროფესიონალ ექიმს.
    ექიმი დაადგენს პრობლემის მიზეზს და სიხარულით დაგეხმარებათ სრულფასოვანი სექსუალური ცხოვრების აღდგენაში.