რჩევა წონის შესანარჩუნებლად 30 წელს გადაცილებულთათვის
არ აქვს მნიშვნელობა, ვეთანხმებით თუ არა ამას, მაგრამ ასაკი ერთადერთი მიზეზი არაა წონის მატების. უამრავი სხვა ფაქტორიც არსებობს, თუმცა მთავარი „დამნაშავე“ ცხოვრების სტილის შეცვლაა. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელთა დახმარებით ნებისმიერ ასაკში ჯანმრთელი და აქტიური იქნებით:
მარწყვი, ვაშლი და ხახვი
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ფლავონიდებით მდიდარი საკვების მიღება ხელს უწყობს სასურველი წონის შენარჩუნებას და დადებით გავლენას ახდენს წონის კლებაზე. წონის დასაკლებად გამოგადგებათ:
იყავით ფიზიკურად აქტიური
არ დაგავიწყდეთ, რომ ასაკთან ერთად მეტაბოლიზმი ნელდება, შედეგად კი ცხიმი გროვდება და წონაში ვიმატებთ. ზედმეტი წონის აკრეფისგან რომ თავი დავიზღვიოთ, უნდა ვიყოთ აქტიურები. ოპტიმალური გამოსავალია რეგულარული, უბრალო, ნაკლები რისკის შემცველი ფიზიკური ვარჯიშები ყოველდღიურად.
ყურადღება! უკანასკნელმა კვლევებმა დაადასტურა, რომ დღეში სამჯერ 10-წუთიანი ფიზიკური ვარჯიში ისეთივე ეფექტურია, როგორც 30-წუთის განმავლობაში შეუსვენებლად ვარჯიში. ასე რომ, მიეჩვიეთ უბრალო რაღაცეებს: ლიფტით სარგებლობის ნაცვლად, კიბით იარეთ, მანქანა სამსახურიდან ცოტა მოშორებით გააჩერეთ, ან უბრალოდ 10-წუთიანი გასეირნება მოიწყვეთ.
იყავით გონებრივად აქტიური
მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები ასაკის მატებისთვის დამახასიათებელ ფაქტორად ითვლება. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვერაფერს ვერ ვიღონებთ მის წინააღმდეგ. გონების და მეხსიერების სტიმულირებისთვის ისეთი უბრალოდ და სასიამოვნო აქტივობები გამოდგება, როგორიცაა კითხვა, კროსვორდების შევსება, ჭადრაკი.
ასეთი ჩვევები თქვენს ტვინს აღვიძებს და ავარჯიშებს, გეხმარებათ სტრესისა და დეპრესიის დაძლევაში, ასევე თქვენი ცხოვრების ხარისხის შენარჩუნებაში.
უარი თქვით დიეტებზე
დაბალკალორიული დიეტები საბოლოოდ გაანადგურებს თქვენს მეტაბოლიზმს. როდესაც ორგანიზმი არ იღებს საკმარისი რაოდენობის კალორიებს, ცდილობს, დაზოგოს ენერგია და შდეგად უბრალოდ „ინახავს“ კალორიებს. თუკი ხშირად მიმართავთ ამ მომაკვდინებელ დიეტებს, თქვენი მეტაბოლიზმი ვეღარ აღდგება.
ასევე გაითვალისწინეთ, რომ 1200 კალორიის (და ნაკლების) მიღებისას თქვენ ნამდვილად იკლებთ წონაში, მაგრამ ეს კუნთის ქსოვილის ხარჯზე ხდება და არა ცხიმის. ხოლო რადგან კუნთი მეტ კალორიას წვავს, ვიდრე ცხიმი, მისი ქსოვილის დაკარგვის შემდეგ ძალიან გაგიჭირდებათ წონის შენარჩუნება.
რეგულარულად აკონტროლეთ ჯანმრთელობის მდგომარეობა
ასაკის მატებასთან ერთად იმატებს ისეთი პრობლემების რისკიც, როგორიცაა ჰიპერტონია და ოსტეოპოროზი.
აუცილებელია, რეგულარულად გადავამოწმოთ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა სხვადასხვა გამოკვლევის მეშვეობით. კარგი ჯანმრთელობა გაძლევთ საშუალებას, ივარჯიშოთ, ვარჯიში კი გაბედნიერებთ.
დაიწყეთ ახლავე!
ფიქრობთ, რომ ახლა შეიძლება ოდნავ მოიმატეთ წონაში და ცოტა ხანში დაიწყებთ დაკლებაზე ფიქრს? დაივიწყეთ! ჯანსაღი ჩვევები ისეთივე ყოველდღიური უნდა იყოს ჩვენთვის, როგორც დღეში ორჯერ კბილების გახეხვა. თანაც ეს ახლავე უნდა დაიწყოთ. ასეთ შემთხვევაში, სანერვიულოც არ გექნებათ.

- მოცვი
- მარწყვი
- ალუბალი
- ყურძენი
- ტყის კენკრა
- ჩაი
- ვაშლი
- ხახვი
- პრასი
- ბროკოლი