20 წუთიანი დილის რიტუალი გახდომისთვის. დაემშვიდობეთ ჭარბ წონას სწრაფად და მარტივად!

20 წუთიანი დილის რიტუალი გახდომისთვის. დაემშვიდობეთ ჭარბ წონას სწრაფად და მარტივად!
თუ თქვენ ფიქრობთ, რომ გახდომა დიეტისა და სპორტის გარეშე შეუძლებელია, ძალიან ცდებით! სინამდვილეში, არსებობს წონის მატების გამომწვევი უამრავი ფაქტორი: სტრესი, დაძაბულობა, ჰორმონალური დისბალანსი და ა.შ.

ალბათ იცით, რომ ჩვენს ორგანიზმს ჰორმონები ხელმძღვანელობს. სწორედ ამიტომ, ჰორმონალური ბალანსის დაცვა აუცილებელია, თუ თქვენი მიზანი განწყობის ამაღლება და სხეულის ლამაზი ფრომების მოპოვებაა. სტრესულ გარემოში ყოფნის დროს გამომუშავდება ჭარბი რაოდენობით ჰორმონები, რომლებიც შიმშილის გრძნობაზეა პასუხისმგებელი. დაიამხსოვრეთ, რომ პოზიტიური განწყობა და ჰარმონიულობა აუცილებელია სასურველი მიზნის მისაღწევად და ზედმეტი კილოგრამებისგან გასათავისუფლებლად.

არ დაგავიწყდეთ ყოველდღიურად საკმარისი რაოდენობით სუფთა სასმელი წყლის მიღება. ეს აუცილებელი წინაპირობაა წონის დასაკლებად.


20 წუთიანი დილის რიტუალი გახდომისთვის. დაემშვიდობეთ ჭარბ წონას სწრაფად და მარტივად!


დაიცავით ეს მარტივი წესები იმისათვის, რომ დაიკლოთ წონა სწრაფად და მარტივად:

1. განეწყვეთ პოზიტიურად
როგორც უკვე გითხარით, სტრესი წონის მატების ერთ-ერთი გამომწვევი მთავარი მიზეზია. გაღვიძებისთანავე დაწყეთ პოზიტიურად, დადებითად ფიქრი, რათა გაზარდოთ ორგანიზმში ბედნიერების ჰორმონის დონე, რომელიც სტრესს გაუმკლავდება.

2. გააკეთეთ გაწელვები
ყოველ დილით, გაღვიძებისთანავე შეასრულეთ მარტივი ვარჯიშები და გაიწელეთ მაქსიმალურად, რადგან ასე თქვენ ნივთიერებათა ცვლის პროცესების მთელი დარჩენილი დღის განმავლობაში 30%-ით დააჩქარებთ.

3. მიირთვით 2 ჭიქა წყალი
წყალი ტვირთავს ჩვენს ორგანიზმს ენერგიით, აფხიზლებს მას და აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს 30%-ით. თუ თქვენ წყალში მცირეოდენ ლიმონის წვენსაც ჩაამატებთ, შეძლებთ ორგანიზმის ენერგიითა და სასარგებლო მიკროელემენტებით დატვირთვას.

4. გამოიყენეთ სხეულის ჯაგრისი
გაიკეთეთ ჯაგრისის გამოყენებით მსუბუქი მასაჟი, რადგან ასე თქვენ შეძლებთ სისხლის მიმოქცევისა და ლიმფური სისტემის მუშაობის გაუმჯობესებას, რაც სასარგებლოდ აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე და შეგიწყობთ ხელს წონის დაკლებაში.

5. არავითარ შემთხვევაში გამოტოვოთ საუზმე
აუცილებლად დაიწყეთ დღე საუზმით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ დრო არ გყოფნით საუზმის მოსამზადებლად, მიირთვით ვაშლი, ბანანი, სტაფილო ან ნებისმიერი სახის სწრაფად წასახემსებელი პროდუქტი. ადამიანები, რომელთაც არ ჩვევიათ საუზმობა, რამდენჯერმე უფრო მეტად არიან მიდრეკილები წონის მატებისკენ, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც საუზმეს არასდროს ტოვებენ.


დაუთმეთ ამ ხუთ რეკომენდაციას 20 წუთი ყოველ დილით და თქვენ ხანმოკლე დროში შეძლებთ სხეულის ლამაზი ფორმების მოპოვებას ყოველგვარი დიეტებისა და ფიზიკური დატვირთვის გარეშე. გისურვებთ ჯანმრთელობას!