სიყვითლის დროს მისაღები უებარი სამკურნალო ნარევი
სიყვითლე - ღვიძლის, სანაღვლე გზების, ზოგიეთი ორგანოს, სისხლის რიგი დაავადებების სიმპტომია. ამ დროს ჩვეულებრივ, კანი და თვალის სკლერები იძენენ მოყვითალო შეფერილობას, შარდი ჩაის ფერია, აღინიშნება უფერული (თეთრი თიხისფერი ) განავალი, მადის უქონლობა, გულისრევა. სისხლში ნაღვლის სიჭარბეს მივყავართ ნაწლავთა მუშაობის დარღვევამდე, შხამიანი ნივთიერებებით ორგანიზმის მოწამვლამდე. სიყვითლე ძალიან გავრცელებულია ახალშობილებში და რაიმე სამედიცინო პრობლების არარსებობის შემთხვევაში თავისთავად გაივლის. მაგრამ, თუ სიყვითლე ძლიერდება, ბავშვი კარგავს მადას, იმატებს ტემპერატურა, აუცილებელია ექიმის დახმარება. უფრო მოზრდილი ასაკის ბავშვებში სიყვითლე წარმოადგენს ჩვეულებრივ ჰეპატიტს, ნაღველკენჭოვანი დაავადების გამოვლინებას. ასევე შეუძლია სიყვითლის გამოწვევა ზოგიერთ წამალს ან მომწამვლელ ნივთიერებას.
სიყვითლის დროს ავადმყოფმა უნდა მიიღოს საფაღარათო, შემდეგ კი სვას მხოლოდ უცხიმო რძე, არ ჭამოს ცხიმიანი და ცხარე საკვები. მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში ძლიერი ტკივილის შემთხვევაში უნდა დაადოთ ამ ადგილზე თბილი კომპრესი და დაალევინოთ 1/2 ჭიქა ზეითუნის ზეთი ( დოზირება შერჩეულია 7 - 15 წლის ასაკისათვის ).
სიყვითლის დროს სასარგებლოა შემდეგი ნარევი:
აიღეთ წონის მიხედვით 4 წილი საჭმელი სოდა, ერთი წილი გლაუბერის მარილი, ერთი წილი სუფრის მარილი. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ და 1 ჩ/კ ნარევი გახსენით ნახევარ ჭიქა თბილ, ანადუღარ წყალში. მიიღეთ დილით, უზმოზე, ხოლო მეორე, ასეთივე პორცია - სადილის წინ.
კანის ქავილის შემთხვევაში რეკომენდებულია სოდიანი და მენთოლიანი თბილი აბაზანების გაკეთება ან უბრალოდ, კანის გაწმენდა 2 - პროცენტიანი სალიცილის ან მენთოლის სპირტით.