12 ნიშანი იმისა, რომ თქვენ ღვიძლის უკმარისობისგან იტანჯებით. მეგობრებო, ყურადღებით!
ღვიძლი - ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანო, რომელიც ცხოვრების არაჯანსაღი სტილის შედეგად ყველაზე მეტად ზიანდება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანი და აუცილებელია ამ ორგანოს დაზიანების ნიშნებისა და სიმპტომების ცოდნა და მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
არსებობს 100 სხვადასხვა სახის ღვიძლის დაავადება და თითოეული მათგანი განსხვავებულად იჩენს თავს. ღვიძლის ყველაზე გავრცელებული დაავადებებია: ჰეპატიტი, ალკოჰოლური დაავადება, ციროზი, ცხიმოვანი დაავადება და ა.შ.
დღეს ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ ღვიძლის უკმარისობის 12 ყველაზე გავრცელებულ სიმპტომს:
თუ თქვენ ეს სიმპტომები აგეღნიშნებათ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს დახმარებისთვის! არ დაგაივწყდეთ საკუთარ მეგობრებზე ზრუნვა, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
არსებობს 100 სხვადასხვა სახის ღვიძლის დაავადება და თითოეული მათგანი განსხვავებულად იჩენს თავს. ღვიძლის ყველაზე გავრცელებული დაავადებებია: ჰეპატიტი, ალკოჰოლური დაავადება, ციროზი, ცხიმოვანი დაავადება და ა.შ.
დღეს ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ ღვიძლის უკმარისობის 12 ყველაზე გავრცელებულ სიმპტომს:
- კუჭის გაღიზიანება - პირღებინება და გულისრევა. გარდა ღვიძლის უკმარისობისა, ეს ნიშნები შეიძლება მიგვითითებდეს შაკიკზე, დეპრესიაზე, ორსულობის საწყის სტადიაზე, თირკმელებთან დაკავშირებულ პრობლემებზე და ა.შ.
- შარდის ფერის ცვლილება - ეს მოვლენა მეტყველებს ღვიძლის დაზიანებაზე, რადგან ამ დროს სისხლში საგრძნობლად იზრდება ბილირუბინის დონე, რომელიც შარდს ნარინჯისფერ, მოყვითალო, მოყავისფრო შეფერილობას აძლევს.
საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები - ღვიძლის დაზიანების დროს მცირდება ორგანიზმში ნაღვლის გამომუშავება, რასაც მივყავართ კუჭის გაღიზიანებამდე და დიარეამდე. - ყაბზობა, სისხლდენა მსხვილი ნაწლავიდან, დიარეა - ღვიძლში სინთეზირდება სისხლის შედედების თითოეული ფაქტორი.
- მუცლის ტკივილი - ღვიძლის დაზიანებას ხშირად ახლავს თან მუცლის ქრონიკული ტკივილები.
- სითხის შეკავება - ეს ერთ-ერთი ადრეული სიმპტომია, რომელიც ფეხებზე, განსაკუთრებით კი კოჭებზე იჩენს თავს.
- აბდომინალური ცვლილებები - ღვიძლის დაზიანებისას ადგილი აქვს მუცლის ქრონიკულ შებერილობას, სპაზმებს და ტკივილის განცდას მუცლის ქვედა ნაწილში.
- კანის ქავილი - კანი ხდება გაცილებით მგრძნობიარე, როდესაც ადამიანი ღვიძლის უკმარისობისგან იტანჯება.
- ფეკალიების ფერის ცვლილება - ნაღვლის დეფიციტის შედეგად ფეკალიები იღებს მოყვითალო ან მონაცისფრო ფერს.
- მადის დაკარგვა - ეს მოვლენაც განპირობებულია ნაღვლის უკმარისობით, რომელიც ცხიმების გადამუშავებაში გვეხმარება. თუ საკვები, რომელსაც მივიღებთ, არ გადამუშავდება შესაბამისი წესით, ამ მოვლენამ შეიძლება მიგვიყვანოს მადის დაქვეითებამდე, დაკარგვამდე.
- ჰორმონალური დისბალანსი - როგორც წესი, მამაკაცებს ეზრდებათ მკერდი და კარგავენ ლიბიდოს.
- სიყვითლე - ეს არის მდგომაროება, როდესაც ჩვენი თვალები, ენა, თითები და კანი იღებს მოყვითალო ფერს. ეს მოვლენა განპირობებულია ღვიძლის დაზიანებისას სისხლში ბილირუბინის დონის მატებით..
- ქრონიკული დაღლილობა და სისუსტე - ეს ღვიძლის დაზიანების ერთ-ერთი ადრეული ნიშანია. როდესაც ის ზიანდება, ორგანიზმი გაცილებით მძიმედ მუშაობს და მას მეტი დასვენება ესაჭიროება.
თუ თქვენ ეს სიმპტომები აგეღნიშნებათ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს დახმარებისთვის! არ დაგაივწყდეთ საკუთარ მეგობრებზე ზრუნვა, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია.