რა იწვევს სწორი ნაწლავის კიბოს და რა სიმპტომები ახასიათებს მას.
ავთვისებიანი სიმსივნეებიდან სწორი ნაწლავის კიბო შემთხვევათა 4 - 5 %-ში ძირითადად შუა ხნის მამაკაცებს აქვთ.
მის წარმოშობაში წამყვანი როლი ენიჭება ე.წ. კიბოსწინა დაავადებებს, სწორი ნაწლავის ფისტულას, პოლიპს, ბუასილსა და სხვა. აქედან გამომდინარე, სწორი ნაწლავის კიბოს პროფილაქტიკა სწორედ ამ დაავადებების დროულ ლიკვიდაციას ითვალისწინებს.
დაავადება დასაწყისში ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და სიმსივნე შემთხვევით გამოვლინდება დისპანსერული გასინჯვის დროს.
ავადმყოფი დასაწყისში აღნიშნავს უსიამოვნო შეგრძნებას დეფეკაციის დროს, რასაც ხშირად სისხლს აყოლებს. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ სწორი ნაწლავის კიბო ბუასილს ჰგავს უკანა ტანიდან სისხლის დენით. მაგრამ საჭიროა გვახსოვდეს, რომ ბუასილის დროს სისხლდენა აღინიშნება დეფეკაციის დამთავრებისას, ხოლო კიბოს დროს - დეფეკაციის წინ. გარდა ამისა, ბუასილის დროს სისხლი სუფთა და შეუცვლელია, კიბოს დროს კი - ლორწოსა და განავალში არეული.
სიმსივნის ზრდასთან დაკავშირებით ვლინდება უფრო მეტად მნიშვნელოვანი ადგილობრივი და ზოგადი ნიშნები.
კიბოს შემთხვევაში უკანა ტანში თითით შეიგრძნობა მკვრივი, ხორკლოვანი, ცენტრში დაწყლულებული სიმსივნური წარმონაქმნი. უშუალოდ თვალით სიმსივნის დანახვა შესაძლებელია რექტოსკოპით ( სწორი ნაწლავის გამოსაკვლევი ოპტიკური ხელსაწყოთი ) გასინჯვისას.
ზოგადი მოვლენებიდან აღსანიშნავია:
სწორი ნაწლავის კიბოს მკურნალობა ძირითადად ოპერაციულია. რაც უფრო ადრე გამოავლენენ დაავადებას და გააკეთებენ ოპერაციას, შედეგი მით უკეთესია.

- საერთო სისუსტე
- მადის დაქვეითება
- გახდომა
- სისხლნაკლებობა და სხვა.