კიბოს 8 სიმპტომი! არავითარ შემთხვევაში არ უგულვებელყოთ!

კიბოს 8 სიმპტომი! არავითარ შემთხვევაში არ უგულვებელყოთ!
მედიკოსებმა დაასახელეს რვა ძირითადი სიმპტომი, რომლებიც დიდი ალბათობით მიუთითებს კიბოს არსებობაზე. ეს სიმპტომები განსაზღვრული ასაკის ადამიანებისთვის განგაშის სიგნალად უნდა იქცეს. გამოყვეს ამ თვალსაზრისით ყველაზე სახიფათო ასაკიც.

სახიფათო სიმპტომებია:
  1. სწორი ნაწლავიდან სისხლდენა ( მაღალ ასაკობრივ ჯგუფში შესაძლოა მსხვილი ნაწლავის კიბოზე მიუთითებდეს );

  2. რკინადეფიციტური ანემია ( მსხვილი ნაწლავის კიბოს სიმპტომი );

  3. სიმაგრე სარძევე ჯირკვალში ( სარძევე ჯირკვლის კიბოს სიმპტომი );

  4. სისხლი განავალში ( ნაჩვენებია სწორი ნაწლავის გამოკვლევა კიბოს გამოსარიცხად );

  5. სისხლი შარდში ( შარდსასქესო ორგანოების კიბოს სიმპტომია );

  6. სისხლიანი ხველა ( შეიძლება, ფილტვების კიბოს სიმპტომი იყოს );

  7. მენოპაუზის შემდგომი სისხლდენა ( საშვილოსნოს, საკვერცხეების კიბოს სიმპტომი );

  8. ყლაპვის გაძნელება ( საყლაპავის კიბოს სიმპტომი ).

არსებობს კიბოს 200 - ზე მეტი სახეობა, რომლებიც პათოლოგიურ სიმპტომთა მთელ წყებას იწვევს, თუმცა მეცნიერები საგანგებოდ ეძებდნენ სიმპტომებს, რომელთა არსებობის დროს კიბოს განვითარების ალბათობა 1:20- ზე მეტია. ზემოთ ჩამოთვლილი 8 სიმპტომი სწორედ ასეთია. ეს დასკვნა გამოტანილ იქნა ავთვისებიანი სიმსივნეების შესასწავლად განხორციელებული 25 გამოკვლევის შედეგების ანალიზითა და შეჯერებით. აღმოჩნდა, რომ თუ ადამიანი 55 წელზე ნაკლები ასაკისაა, 1:20 კატეგორიაში მხოლოდ ორი სიმპტომი ხვდება. ერთ - ერთი მათგანია სიმკვრივე სარძევე ჯირკვლებში. 55 წლიდან ყლაპვასთან დაკავშირებული სირთულეები მხოლოდ მამაკაცისთვის შეიძლება იყოს საყლაპავის კიბოს ნიშანი, ხოლო შარდში სისხლის არსებობა ხიფათის მაუწყებელია როგორც 60 წელს გადაცილებულ ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვისაც. ყველას, ვისაც ერთხელ მაინც შეუმჩნევია თუნდაც ერთი ჩამოთვლილ სიმპტომთაგანი, მკვლევარები მოუწოდებენ, აუცილებლად მიმართოს ექიმს შემდგომი გამოკვლევისთვის.
სტატიის ავტორი: კოკი ნარმანია
სტატიის წყარო:შენი ჯანმრთელობა შენს ხელშია