ჯიბლიბოს მკურნალობა ხალხური მედიცინის საშუალებებით.
ჯიბლიბო - ქუთუთოს კიდის ცხიმოვანი ჯირკვლის მწვავე ჩირქოვანი ანთებაა.
ქუთუთოს ნაპირზე ჯიბლიბოს გაჩენისთანავე წარმოიშობა პატარა ( თუმცაღა სწრაფად იზრდება ზომებში ) მტკივნეული მოწითალო შესივება, რომელსაც ბევრი შეცდომით მიიჩნევს ჩვეულებრივ მუწუკად.
გაფრთხილება! არავითარ შემთხვევაში არ გამოიწუროთ ჩირქი ჯიბლიბოდან, თორემ ინფექცია სწრაფად გავრცელდება სისხლძარღვებში, რაც მიგვიყვანს სერიოზულ გართულებამდე - მენინგიტთან ან სეფსისთან.
ჯიბლიბოს მკურნალობა:
როგორც კი აღმოაჩენთ, რომ ჯიბლიბო იწყებს ფორმირებას, მაშინათვე მიიღეთ ზომები.
ბრილიანტის მწვანე. დაავადების დასაწყისშივე, როცა ეს - ეს არის იწყება ძლიერი ჩხვლეტით ქუთუთოს ნაპირზე, მონახეთ ყველაზე მტკივნეული წერტილი. წაუსვით მას 5 -ჯერ დღეში სპირტი, ოდეკოლონი ან ბრილიანტის მწვანის სპირტიანი ხსნარი ( " ზელიონკა " ). ისარგებლეთ ამ მიზნით შუშის ჩხირით, რომლის ბოლოსაც მჭიდროდაა დახვეული სტერილური ბამბა.
კარტოფილი. მაგრამ ბრილიანტის მწვანე საკმარისი არ არის. ყოველდღე მიიდეთ ქუთუთოს ანთების ადგილზე შემწვარი კარტოფილი, გახვეული სუფთა პირსახოცში.
მზე. ასევე ეცადეთ მიიღოთ მზის აბაზანები ( დილით 10-დან 12 სთ-ბს შორის ) 15 -20 წთ-ით ყოველდღიურად. დილაობით დაიბანეთ საბავშვო ან კოსმეტიკური საპნით.
ნიორი. ისვით მტკივნეულ ქუთუთოზე გაწმენდილი ( გაფცქვნილი ) ნივრის კბილი 2 -3 დღის განმავლობაში.
კვერცხი ჯიბლიბოზე. თუ გრძნობთ, რომ თვალზე ჯიბლიბო ამოგდით, მოხარშეთ კვერცხი, მიიდეთ ცხელი მტკივნეულ ადგილზე, მხოლოდ ფრთხილად, რომ არ დაგეწვათ. საკმარისია ერთხელ გააკეთოთ და ჯიბლიბო გაგიქრებათ.
ჯიბლიბოს მკურნალი - დაორთქლილი ფანჯარა
სამზარეულოში ყოფნისას, მოიცადეთ, ვიდრე ფანჯარა დაიორთქლებს ( ეს უფრო მალე იქნება, თუ გარეთ სიცივეა და შიგნით სიცხე ). შემდეგ ეს " ორთქლი" წაისვით მტკივნეულ ქუთუთოზე. ასე გააკეთეთ დღეში 2-ჯერ: დილას და საღამოს. მეორე დღეს ანთების ადგილზე შეიძლება მხოლოდ ოდნავი შეშუპება შეამჩნიოთ.
აურიეთ ერთმანეთში ხუთ - ხუთი ს/კ სამკურნალო კორდისკბილას ბალახი და გვირილის ყვავილები. დაასხით 5 ს/კ ნარევს 1 ჭიქა ადუღებული წყალი, დააყენეთ 20 წთ. მიღებული ფაფა დააფინეთ დოლბანდის ხელსახოცზე , მიიდეთ ის ჯიბლიბოზე და გაიჩერეთ, ვიდრე არ გაგრილდება.