ჯიბლიბოს მკურნალობა სახლის პირობებში, 4 უმარტივესი საშუალება

ჯიბლიბოს მკურნალობა სახლის პირობებში,  4 უმარტივესი საშუალება
ჯიბლიბო ყველა ასაკში შეიძლება გაჩნდეს, ქუთუთოს გარკვეულ არეში თავს იჩენს სიწითლე, შემდგომ განვითარდება ჩირქგროვა, ავადმყოფს აწუხებს ქუთუთოს ძლიერი ტკივილი. შეიძლება აღინიშნოს სხეულის ტემპერატურის მომატებაც. ჯიბლიბო "იოლი" დაავადება არ არის. არასწორი მკურნალობის შედეგად შესაძლებელია განვითარდეს მძიმე გართულება, მენინგიტიც კი. არ შეიძლება ჯიბლიბოს გამოჭყლეტა. ზოგჯერ ჯიბლიბო შაქრიანი დიაბეტის დროს ჩნდება, ამიტომ აუცილებელია სპეციალური გამოკვლევა.

მკურნალობა:
  • ადგილობრივად მშრალი სითბო. შეიძლება მოხარშული კვერცხის ნაჭუჭიანად ჯიბლიბოზე მიდება, რადგან კვერცხი დიდხანს ინარჩუნებს სითბოს. სტრეპტოციდის ან სულფანილამიდური პრეპარატების მიღება.

  • აიღეთ ალოეს საშუალო ზომის ფოთოლი (15 გრ), დააქუცმაცეთ და მოათავსეთ 1 ჭიქა ანადუღარ ცივ წყალში 6 სთ -ის განმავლობაში. გაწურეთ და ამ ნაყენით ამოიბანეთ დაავადებული თვალები. ან ასე: მოჭერით ფოთოლი, გამოწურეთ წვენი და განაზავეთ ანადუღარ წყალში 1:10 პროპორციით, მერე კი ამოიბანეთ თვალები.

  • 4 - 5 ცალ დაფნის ფოთოლს დაასხით ერთი მეოთხედი ჩ/ჭ მდუღარე წყალი, ცოტა ხანს დააყენეთ, გადაწურეთ და დალით.

  • ჯიბლიბოს შველის ახალგამომცხვარი ჭვავის პურის გულის კომპრესი.

სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური