მარტივი ხალხური მეთოდები ჯიბლიბოს სამკურნალოდ
თვალს არასოდეს შევუწუხებივარ, ერთ დღეს კი ჯიბლიბო გამომივიდა და ძალიან მძიმე დღეში აღმოვჩნდი. გარდა გარეგნული დისკომფორტისა, რომელიც, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე (მსახიობი ვარ), საკმაოდ მიშლის ხელს, მოგეხსენებათ ჯიბლიბო არის წამწამის ძირში განლაგებული ცხიმოვანი ჯირკვლის მწვავე ჩირქოვანი ანთება. ყველა ნაცნობმა რაღაც მირჩია, ყველა რეცეპტი მოვსინჯე. მისი მკურნალობის ხალხური რჩევები არის შემდეგნაირი:
- ვიღებთ 1 ჩაის კოვზ კამის თესლს, ვნაყავთ და ვასხამთ 2 ჩაის ჭიქა წყალს, მიგვყავს ადუღებამდე, 5 წუთს ვაჩერებთ, ვწურავთ და ვაგრილებთ. ამ ნახარშში ვასველებთ სტერილური ბამბის ტამპონს და დღეში რამდენიმეჯერ ვიდებთ ჯიბლიბოზე.
- აიღეთ ალოეს საშუალო ზომის ფოთოლი (15 გრ), დააქუცმაცეთ და მოათავსეთ 1 ჭიქა ანადუღარ ცივ წყალში 6 საათის განმავლობაში. გაწურეთ და ამ ნაყენით ამოიბანეთ დაავადებული თვალები. ან ასე: მოჭერით ფოთოლი, გამოწურეთ წვენი და განაზავეთ ანადუღარ წყალში 1:10-თან პროპორციით, შემდეგ კი ამოიბანეთ თვალები.
- 4-5 ცალ დაფნის ფოთოლს დაასხით 1/4 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ცოტა ხანს დააყენეთ, გადაწურეთ და დალიეთ.
- კვერცხი მოხარშეთ და ცხელივე, ნაჭუჭიანად დაიდეთ მტკივან ადგილზე (მოხარშული კვერცხი დიდხანს ინარჩუნებს სითბოს და ასეთი ე.წ. მშრალი სითბო ანთებითი პროცესის მომწიფებას უწყობს ხელს). რამდენჯერმე გაიმეორეთ ეს პროცედურა და ჯიბლიბო მალე გაიხსნება. მორეციდივე ჯიბლიბო მალე გაიხსნება. მორეციდივე ჯიბლიბოს დროს მიაკითხეთ ექიმს, რათა სხვა დაავადება არ გამოგეპაროთ.