როგორ მოვიშოროთ ჯიბლიბო სახლის პირობებში
პირველ რიგში თქვენთვის მნიშვნელოვანია იცოდეთ: ჯიბლიბო - ეს თვალის ერთ-ერთი ცხიმოვან ჯირვლის ანთებაა, რომელიც წამწამების ფუძესთან მდებარეობს. ის არ წარმოადგენს სერიოზულ დაავადებას, თუმცა ხშირად ხდება გარკვეული დისკომფორტის გამომწვევი და შესაძლოა საკმაოდ მტკივნეულიც იყოს. ჯიბლიბოს გამომწვევი ყველაზე ხშირი მიზეზი ვირუსული ინფექციაა.
გარეგანი ჯიბლიბო - ეს მოწითალო ფერის შეშუპებაა და რბილია ხელშესახებად. ის თვალის კიდეზე ჩნდება და როგორც წესი ბევრად უფრო მალე ქრება სრულად. ანთების ადგილას წარმოიქმნება მკვრივი და მტკივნეული ბურთი. შინაგანი ჯიბლიბო როგორც წესი კიდისგან მოშორებით წარმოიქმნება და როგორც წესი ბევრად უფრო გვიან ქრება.
როგორ მოვირჩინოთ ჯიბლიბო
ნატურალური რეცეპტი
როგორ დავიზღვიოთ თავი ჯიბლიბოს გაჩენისგან.
თვალების სრესვა, როდესაც ის გექავება, გაღიზიანებული ან დაღლილია - საკმაოდ გავრცელებული ჩვევაა. ბავშვები როგორც წესი თვალებს იფშვნიტავენ როდესაც ეძინებათ, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში ამ ჩვევას არ მივყავართ ჯიბლიბოს წარმოქმნამდე.
მნიშვნელოვნია, რომ გადავეჩვითო თვალების ხელით შეხებას, ამით ჩვენ ინფექციის ან ვირუსისთვალზე მოხვედრის რისკს შევამცირებთ. პრევენციის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია მუდმივად დავიცვათ ხელების სისუფთავე. ხშირად და გულდასმით დაიბანეთ ხელები დიდი რაოდენობის წყლის გამოყენებით, ყოველთვის როდესაც სახლში გარკვეული სამუშაოს შესრულების შემდეგ ბრუნდებით. მნიშვნელოვანია ხელებიდან დღის მანძილზე დაგროვებული ბაქტერიები მოიშოროთ.
ჯიბლიბოს წარმოქმნის კიდევ ერთი პროფილაქტიკაა - კვების რაციონის A ვიტამინით გაჯერება, რომელიც დადებითად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე. A ვიტამინი შედის ისეთ პროდუქტებში როგორიცაა კვერცხი, წითელი ხორცი, სტაფილო, პომიდორი, კვახი, ისპანახი, მწვანე სალათა და ა.შ. გაითვალისწინეთ, რომ ეს ვიტამინი იკარგება პროდუქტების თერმული დამუშავების დროს.

- არ არის რეკომენდირებული ჯიბლიბოს გამორწვა, მოფხანა ან გახეთქვა, ასევე არ არის რეკომენდირებული იგივე მოქმედებების ჩატარებია ნებისმიერი სხვა ანთებითი პროცესის დროს. უმჯობესია ადროვოთ მას და ის თავისით გაქრება.
- ჯიბლიბოს მოსარჩენად, მნიშვნელოვანია მკაცრად დაიცვათ ჰიგიენის წესები და შეინარჩუნოთ დაზიანებული არე სისუფთავეში, ინფექციის გავრცელების ასარიდებლად.
- ცხიმოვანი ჯირკვლების ანთების ეფექტურ საშუალებად თბილი კომპრესები ითვლება.
- რეკომენდირებულია ანტიბიოტიკის შემცველი წვეთების გამოყენება: ისინი შესანიშნავად უმკლავდებიან კონიუნკტივიტს, რომელიც დაბინძურების შედეგად არის წარმოქმნილი.
- არ არის რეკომენდირებული თვალის დეკორატიული კოსმეტიკის გამოყენება, რადგან მას მდგომარეობის გაუარესება შეიძლება გამოიწვიოს.
- გვირილის ჩაი შეიცავს დამამშვიდებელ ნივთიერებებს, რომელიც ანთებას, ტკივილს და შეშუპებას ამცირებს. მოათავსეთ გვირილის პაკეტი ცხელ წყალში რამოდენიმე წამით, შემდეგ ამოიღეთ და ადროვეთ გაცივება - მისი ტემპერატურა პაკეტის თვალზე დადების საშუალებას უნდა იძლეოდეს. ამის შემდეგ გაწურეთ პაკეტი და დაიდეთ ის ჯიბლიბოზე. როდესაც პაკეტი სრულად გაცივდება, კვლავ გაიმეორეთ პროცედურა. შეგიძლიათ ეს პროცედურა იმდენჯერ გაიმეოროთ რამდენჯერად საჭიროდ ჩათვლით.
ნატურალური რეცეპტი
- ჭლაკვი. მოჭერით ხახვის ღერო ზირში, გამოწურული წვენი წაისვით კანის დაზიანებულ არეზე.
- ხუთი წუთით დაიდეთ ჯიბლიბოზე ქათმის მოხარშული კვერცხი.
- წვრილად დაჭერით პიტნის ფოთლები და დაიდეთ ის ჯიბლიბოზე (ის უნდა მიგეწებოთ როგორც წებოვანი ლენტა). დროვეთ მას სამოქმედოდ 5 წუთი, შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
- მოამზადეთ გულყვითელას ნაყენი. ნახევარ ლიტრა წყალზე 1 კოვზი ხმელი გულყვითელას ფოთლები. გაფილტრეთ სითხე, ჩაალბეთ მასში მარლა და დაიდეთ დაზიანებულ თვალზე. გაიჩერეთ მანამ, სანამ მარლა არ გაცივდება.