ნაწოლების სამკურნალო არაჩვეულებრივი რეცეპტები! სცადეთ აუცილებლად!

ნაწოლების სამკურნალო არაჩვეულებრივი რეცეპტები! სცადეთ აუცილებლად!
ჩვენი FPAPARAZZI - ის რედაქცია დღეს გთავაზობთ ნაწოლების სამკურნალო არაჩვეულებრივ ხალხურ რეცეპტებს, რომელიც აუცილებლად უნდა სცადოთ!

  • ნაწოლები. ძალზე ძლიერი ანთებსაწინააღმდეგო თვისებები გააჩნია დიდგულას ნორჩ ფოთლებს. მათ თუთქავენ მდუღარე რძეში ან წყალში და იდებენ ნაწოლებზე. ასეთი პროცედურა დღეში 2-ჯერ უნდა ჩატარდეს.

    • ნაწოლების დროს ეფექტურ საშუალებად გამოდგება აგრეთვე მუხის ქერქი. მის ნახარშს ნაწოლების ზედაპირს უსვამენ და წმენდენ; მუხის ნახარშით გაჟღენთილ ხელსახოცებს კი შესახვევად იყენებენ.
      თვით ნახარში ასეთნაირად მზადდება: 1 ჩ/კ გამხმარ და დაქუცმაცებულ ნორჩ მუხის ქერქს დაასხით 1 ჭიქა ანადუღარი წყალი, ადუღეთ ნახევარი სთ, დააყენეთ 10 წთ და გაწურეთ.

    • ფართო მოცულობის, სანგრძლივად შეუხორცებელი ნაწოლების სამკურნალოდ ხმარობენ წყლისაგან მომზადებულ გულყვითელას ( კალანდულა ) ყვავილების ნაყენებსა და ნახარშებს. ნაყენის მოსამზადებლად აიღეთ 1 ს/კ გულყვითელას ყვავილები და დაასხით მათ 2 ჭიქა მდუღარე წყალი. უნდა დააყენოთ 15 წთ, შემდეგ გაწუროთ.
      ამ ნაყენით ავადმყოფს მობანეთ ნაწოლების ადგილები და ხელსახოცები გაჟღინთეთ შესახვევად . დიდი ზომის ნაწოლებს, რომლებიც ძნელად ემორჩილებიან მკურნალობას, აგრეთვე წყლულებისა და ჩირქოვან ჭრილობებს - გულყვითელას დაქუცმაცებულ ნედლ ფოთლებს უშუალოდ ადებენ.

    • ნაწოლების სამკურნალოდ ავიღოთ ძველი სელის პირსახოცი და თლილი ჭიქა. ჩავყაროთ ჭიქაში 1 ჩ/კ საჭმლის სოდა, დავასხათ მდუღარე წყალი და ხსნარი გადმოვღვაროთ სელის ნაჭერზე. ორთქლის ტემპერატურამდე გაგრილების შემდეგ, ოდნავ გაწურული ქსოვილი დავაფინოთ ავადმყოფს დაზიანებულ ადგილებზე. ქსოვილზე დარჩება ჩირქი, ამიტომ საჭირო გახდება პირსახოცის არაერთხელ გამოცვლა, ხოლო ჭრილობა გასუფთავდება და შეხორცებას დაიწყებს.


  • სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
    სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური