ღრძილებიდან სისხლდენა გაწუხებთ? მაშინ აუცილებლად მიმართეთ სამკურნალოდ ამ შესანიშნავ საშუალებას!
გთავაზობთ ღრძილებიდან სისხლდენის დროს სამკურნალო ხალხურ რეცეპტს.
დაგვჭირდება:
მომზადების და გამოყენების წესი:
2 წილი დაქუცმაცებული მუხის ქერქი და 1 წილი ცაცხვის ყვავილი შეურიეთ ერთმანეთს. 1 ჩ/კ ნარევს დაასხით ქაფქაფა, მდუღარე წყალი, გააჩერეთ ცოტა ხანს და გაწურეთ. დღეში რამდენჯერმე გამოივლეთ პირში თბილი ნაყენი, 2 კვირის განმავლობაში. 3 დღის შესვენების შემდეგ კურსი გაიმეორეთ.
ექიმის კომენტარი:
მუხის ქერქს აქვს ანტიანთებითი, დაჩირქების საწინააღმდეგო და ლორწოვანის დამცავი თვისებები. მას იყენებენ პირის ღრუსა და ხახა - სასის ლორწოვანი გარსის სხვადასხვაგვარი დაავადების დროს ( სტომატიტი, ფარინგიტი, გინგივიტი - ღრძილების ანთება და სხვა ). მცენარე რეკომედებულია, აგრეთვე ტერფების ჭარბი ოფლიანობის, ჭარბი მენსტრუაციის, კუჭ - ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენების დროს, საშარდე გზების ანთებების, ენტეროკოლიტების ( ნაწლავების ანთების ) შემთხვევაში.
ცაცხვის ყვავილი შეიცავს ფლავონოიდებს, საპონინებს, ასკორბინის მჟავას და კაროტინს, ეთეროვან ზეთს და სხვა ბიოაქტიურ ნივთიერებებს. მას აქვს ანტიმიკრობული და ანტიანთებითი თვისებები. ამიტომ იყენებენ პირში გამოსავლებად პირის ღრუსა და ხახის ანთებითი დაავადებების, ანგინების დროს. საფენების სახით ცაცხვის ყვავილების ნახარში გამოიყენება დამწვრობების, წყლულების, ჰემოროიდული კვანძების ანთების, სახსრების რევმატიული და პოდაგრული ტკივილების დროს. ცაცხვის ჩაის იყენებენ, აგრეთვე, როგორც სიცხის დამწევ, ოფლმდენ საშუალებას გაცივების, ბრონქიტის, ანგინის დროს.
დაგვჭირდება:
- 2 წილი მუხის ქერქი
- 1 წილი ცაცხვის ყვავილი