ეს ხალხური მალამო სწრაფად ახორცებს ნაწოლებს და აწყნარებს ტკივილს!

ეს ხალხური მალამო სწრაფად  ახორცებს ნაწოლებს და აწყნარებს ტკივილს!
ნაწოლების პათოლოგია აღენიშნებათ მისუსტებულ და მძიმე ავადმყოფებს, რომელთაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში უხდებათ გაუნძრევლად, ერთი და იგივე მდგომარეობაში ყოფნა. უხშირესად ნაწოლები ვითარდება გავაზე, დუნდულოებზე, ქუსლებზე, ბეჭებზე, აგრეთვე მჭიდროდ მოჭერილი და არასწორად დადებული თაბაშირის ნახვევის შემთხვევაში.

ხალხური მედიცინა არაჩვეულებრივ მალამოს გვთავაზობს ნაწოლების სამკურნალოდ:

ინგრედიენტები:
  • მუხის ფესვები - 2 წილი
  • ოფის ( შავი ვერხვი ) კვირტები - 1 წილი
  • ძროხის ქონი - 7 წილი

მომზადების წესი:
მუხის ფესვები და კვირტები დაქუცმაცებული უნდა იყოს 0,5 მილიმეტრამდე. იღებენ ამ ინგრედიენტებს და ერთმანეთში კარგად ურევენ. ერთი ღამის განმავლობაში ინახავენ თბილ ადგილას. დილით ნელ ცეცხლზე ადუღებენ 30 წთ - ის განმავლობაში, წურავენ და ინახავენ მინის ქილაში.

მალამო აწყნარებს ტკივილს, აგრილებს ჭრილობას და სწრაფად ახორცებს.
სტატიის ავტორი: ავთანდილ კურდღელაძე
სტატიის წყარო:ადამიანთა დაავადებები და მისი ფიტოთერაპია